Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
6:30 PM
ღამეს ელვარე დღე შეუცვლია


"ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია,
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი,
მომკალით!ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ,ო,გაიხსენეთ,
ო,გაიხსენეთ,ამ სიტყვებს იქთ
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმუ ცრემლით,ვერც ლალის ჭიქით.
რისთვის მიყვარხართ?მე არ მაქვს ნება!
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება-
მაგრამ ამდენ ხნით?მაგრამ ასეთი?
არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ:მე გთხოვთ,მომკალით!"

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 758 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.