Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 5 » არ მითხოვია - ჩემთან მოდი
3:53 PM
არ მითხოვია - ჩემთან მოდი
არ მითხოვია - ჩემთან მოდი,
თავად მოხვედი...
თავად ინდომე ჩემი გულის დაპატრონება,
არ მითხოვია - მომიწყვიტე ციდან ვარსკვლავი,
შენ თავად გსურდა მოგერთმია მთელი ქონება.

არ მითხოვია - ვიყინები, ხელებს გამითბობ?
შენ მოინდომე გეგრძნო ჩემი ხელების სითბო,
არ მითხოვია - ჩამეხუტე და არ გამიშვა,
არ მითხოვია, და მე დღემდე არაფერს ვითხოვ.

არ მითხოვია - ერთხელ მაკოცე,
ვიყავი ჩუმად,
ფრთხილად შემეხე, გადამიწიე სახიდან თმები,
მე თვალებდახრილს შენი გულის ცემა მათბობდა,
შენ გაღიმებულს გაოცებდა ჩემი თვალები.

არ მითხოვია - გამიღიმე,
თავად მიღიმი,
ჯიუტი ბავშვის ფრთხილი კოცნა საჩუქრად მიგაქვს,
არ მითხოვია - ჩემი გულის კუნჭულში დარჩი,
შენ ჩემში, ჩემგან უკითხავად დაიდე ბინა.

არ მითხოვია - დამიბრუნდი,
და ამას არც გთხოვ,
რადგან მე შენი დაბრუნების ისედაც მჯერა,
ჩვენ უხილავი ძაფებით ვართ გადაქსოვილი,
და ამ ძაფს ვერვინ შემოგვარღვევს,
ვერა და ვერა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 925 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.