Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 5 » LoVe...
4:37 PM
LoVe...
სიყვარული რაგვარია, -
მეხია და თავზარია,
სიხარულის გზებით მოდის,
მწუხარების საგზალი აქვს,
დღე და ღამე დარდი, შფოთი,
მიწისძვრა და ზანზარია.
სიყვარული რაგვარია,
ცეცხლია და ღადარია,
მცირე სიტკბო, ბევრი შხამი
ერთმანეთში გამდნარია,
და სიამის ერთი წამი
დიდ სინანულს აბარია.
სიყვარული რაგვარია,
გიჟი კაცის დავთარია,
ხან თოხანი, ხან ალჩუა,
ვერც გაიგებ რამ არია,
გიყვარდეს და შეგრჩეს ჭკუა,
სადაური ზღაპარია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 766 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.