3:40 PM მიხეილ ქვლივიძე | |
* * * ჩვენს შორის დღითიდღე იზრდება მანძილი და შენი ვერნახვის ღრმავდება იარა, - ერთი დღე გავიდა, კარგო, რაც დაგცილდი და ასე მგონია - წელმა გაიარა! არ გიცქერ თვალებში, არ მესმის შენი ხმა, არ მატკბობს მაგ შენი ღიმილის მშვენება... სულ ერთი დღე არი... და ვამბობ: ერიჰაა, ასე რომ გაგრძელდეს, რაღა მეშველება! მიხეილ ქვლივიძე | |
|
სულ კომენტარები: 0 | |