Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 5 » თითქოს მომიყვანეს სულ სხვა სამყაროდან
4:40 PM
თითქოს მომიყვანეს სულ სხვა სამყაროდან
მე ვარ შემოდგომა,ჭრელი მოზაიკა.. ელვად მოხატული ფერთა გალერეა,
ღუბელთ სინოტივე,სულში ლოცვად მიკრავს, თუკი, რა თქმა უნდა, გზა არ ამერია.
მე ვარ შემოდგომა,მტევნის გაფიცხება,სისხლის ადუღება ბადაგ-შარბათებით,
ვიწყებ ენკენისთვით,მერე სიცივით და მერე წვიმებით და... ზამთრით გავთავდები
მე ვარ შემოდგომა,უხმო გაშიშვლება,უხმო გადაჭკნობა,ფოთოლთ სინანული,
ქარში ყვავილების სუნთქვა გაიშლება ბოლო სიმძაფრით და ბოლოს სიყვარულით.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ ფოთოლცვენა, შუქი გაქრობის და ფერფლად მინავლების,
ერთ დროს დამდაღველი მწველი მხურვალება, ბოლოს ფიფქებით და სევდით ვიმალები
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ განშორება, მე ვარ მონატრება, მე ვარ სიმარტოვე,
ხეებს ფოთლები და მინდვრებს ყვავილები, სივრცეს-მერცხლები და მე შენ მიგატოვებ.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გარინდება, მე ვარ ჩავლილი და მე ვარ წარსული,

მე ვარ მოფერება,მე ვარ დაბინდება, მე ვარ ანარეკლი ყველა გაზაფხულის,
მე ვარ შემოდგომა, უცხო სიმბოლიკა, კვნესა გარეული ხიბლი ამინდების,
მე ვარ ოქროსფერი ფერის გაგიჟება, მე ვერ დავდუმდები, მე ვერ დავმშვიდდები
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაღლილი, მზერაგამცვდარი და თრობამორეული,
მე ვარ აუხსნელი, მე ვარ ასახსნელი, მე ვარ ახლობელი, მე ვარ შორეული.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გაფითრება, მე ვარ სასწაულის მკვეთრი ნაბიჯები,
მე ის სიკეთე ვარ, რომ არ გაითვლება, მე ის ბავშვობა ვარ, რომ არ დავდინჯდები 
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ ღვინობისთვე, მე ვარ ამურისგან ტერფებ დამსხვრეული,
მე ვარ გატაცება, უხმო გატაცება, მე ის ყვავილი ვარ, მტვერში წაქცეული
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაფრენა, ჯებირმორღვეული სივრცე ტკივილების,
მე ვარ დასასრულის არსის გამართლება, თუმცა ულაზათოდ მე არ მივილევი.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ მოძახილი, მე ვარ გახსენება ძარღვში მოვარდნილი,
მე ვარ მოდარდება, მე ვარ მოლანდება, ალი დამღუპველი ყველა მონადირის.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაბნევა, მე ვარ გადანგრევა სხივთა პალიტრების,
მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ სიკვდილი და მე ვარ მოლოდინი დიდი დაფიქრების.....
მე ვარ შემოდგომა, ფერთა მოზაიკა, ფერთა ჯადოსნური ხილვის გალერეა,
თითქოს მომიყვანეს სულ სხვა სამყაროდან და ამ სამყაროში გზები ამერია...
არის შემოდგომა... დენთი... ღვინობისთვე... ჩემი მფარველია........
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1212 | დაამატა: FallenAngel | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.