Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 16 » შენ შეგიძლია ......
8:11 PM
შენ შეგიძლია ......

შენ შეგიძლია მიმატოვო ყველანაირად,
ისე უბრალოდ, როგორც სულში ქრიან ქარები,
ისე უეცრად, არა, იქნებ ბევრად მარტივად,
ვიდრე სიმშვიდემ მომიხურა ზურგთან კარები.

უფრო ლამაზად, რომ წაუხდეს ფერი ალიონს,
თვალებში უხმოდ გადმომისხას ლურჯი თენება,
ისე საოცრად, ემოციამ სულმთლად დამლიოს
და მერე თუნდაც ჩაინავლოს ქვეყნად მშვენება.

შენ შეგიძლია მიმატოვო ყველანაირად,
თუნდ მარტოობა შემომეჭდოს გულზე ქსელებად,
შენ შეგიძლია, მე კი შევძლებ მელან-აირად,
დავრჩე პოეტის სულ უბრალო, მარტივ ლექსებად..

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 921 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.