Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 16 » ჩემი თავის შემშურდა...
8:14 PM
ჩემი თავის შემშურდა...

ჩემში ფიქრებმა დაიდეს ბინა,
ოცნებას მისცეს საეჭვო წყარო,
ახლა რატომღაც გაფრენა მინდა,
მეუბნებიან უფრთებო ხარო.

სხვისი ნათქვამი რაში მარგია,
განა ვერა ვგრძნობ ფრთები ამომდის,
ხოდა მე როცა გაფრენას ვცდილობ,
ცდა ხან გამომდის, ხან არ გამომდის.

ოჰ!.. როგორ მინდა გაუკვდავება,
ამის მიზეზად სიცოცხლეს ვსახავ
(აუხდენელი ფიქრების გამო
ამ ჩემ სურვილსაც ფურცლებში ვმარხავ).

ვებრძვი ოცნებას რეალურ ფიქრით,
ვებრძვი კი არა ლამის შემძულდა,
რას ვეოცნებო, მითხარით ერთი,
ცხოვრებას?! (ჩემი თავის შემშურდა...

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 809 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.