პირველია?! იკითხა ექიმმა... დიახ, ბატონო.. თქვენია ხო? კი,კი რა თქმა უნდა?!
|
არაფერი სტკიოდა, მხოლოდ სისუსტეს გრძნობდა ტანში. გრძნობდა, როგორ
უდუნდებოდა ხელ-ფეხი, ეხუჭებოდა თვალები, თითქოს რაღაც უსაშველო სიმძიმე
ჩამოწოლია ქუთუთოებსო, გრძნობდა როგორ უნელდებოდა გულისცემა, ოდესღაც
მჩქეფარე სისხლის დინება. არ გმინავდა, არც კვნესოდა, იმიტომ კი არა, რომ
არ სტკიოდა, უბრალოდ სხეულის არც ერით ნაწილი მას არ ემორჩილებოდა.
|
სხეული: მიხარია, თქვენთან საუბრის საშუალება რომ მომეცა.
სული: მეც მოხარული ვარ. უკვე 16 წელია ვემსახურებით ერთ საქმეს _ ამ ადამიანის სიცოცხელეს.
სხეული: მართალი ბრძანდებით. სწორედ სააქაოში, ჩვენი ქვეყნების ნეიტრალურ
საზღვარზე, ვთანამშრომლობთ,თორემ შემდგომ ორი უკიდურესობისაკენ
მივექანებით.
|
მე ბეკი ვარ, - რებეკა. დედა ამბობს, რომ თითის სიგრძე ვარ და ენა კი ბევრად დიდი მაქვს... რა ჩემი ბრალია თუკი დაკვირვება მიყვარს და ყველაფერს ვამჩნევ. სულ მაფრთხილებენ ტყუილი არ თქვაო და რაღატომ სწყინთ როცა სიმართლეს ვამბობ?!
|
პოეზია– ჩემი სულიერება... წყალი - ჩემი თეთრი ფიქრები... მარილი - ჩემი მძიმე ხასიათი... უფერული - ჩემი ყველაზე ყველაზე ფერი... ცა - ჩემი თვალის გახელის ყველაზე ხშირი მიზეზი... ქვა - ჩემი რბილი გული..
|
***
|
კიბის თავზევე ვიცი რაც დამხვდება ქვევით...
ზედა საფეხური:
ჭუჭყიან საფენზე მუხლმორთხმით ჩამჯდარი ახალგაზრდა, შავი პირისახის დედა, ჩვილი ბავშვით ხელში – შევეკითხები... დამტვრეული ქართულით მიპასუხებს: რომ არ სცხვენია, სულაც, აქ ჯდომა, მოდგმით მოსდევს გენში ხურდის გამოთხოვა და მეხვეწება – ზედმეტად ნუ მოვაცდენ, ნუ ჩამოვეფარები გამვლელებს. ის ახლა „სამსახურშია"...
| |