7:51 PM მე ვარ ზღვა... | |
პოეზია– ჩემი სულიერება... წყალი - ჩემი თეთრი ფიქრები... მარილი - ჩემი მძიმე ხასიათი... უფერული - ჩემი ყველაზე ყველაზე ფერი... ცა - ჩემი თვალის გახელის ყველაზე ხშირი მიზეზი... ქვა - ჩემი რბილი გული.. კენჭი - ჩემი გრძნობა.. ქვები - ჩემი ხელების სითბო... კენჭები - ჩემის ხელის გულების სითბო... ქვიშა - ჩემი სიმდიდრე... მზე - ჩემი ცალი თვალის გახელის ყველაზე ხშირი მიზეზი... ნიავი - ჩემი ტალღა... ტალღა - ჩემი გრძნობების ამღგზნები... ზღვა - მე... მარილიანი ზღვა ვარ, წყალში გართული... უკვე, ყველა კენჭს ტალღამ გადაუარა და უცებ ცა...მერე მზე... ადუღდა ქვა, მაინც მცივა, მხოლოდ ქვები მათბობს, კენჭები მეხმარება რომ დამცხეს, ნიავს ძალუძს მომეფეროს, მაგრამ უფრო მცემს ვიდრე მეფერება, მცემს და ვთბები... თბილია ჩემი ყველა კენჭი და მათი ტალღები... ეს ყველა და ყველაზე ფერი ჩემშია... მე ქვიშაში ვარ... ქვიშაშია წყალი, მარილი, უფერულება, ცა, კენჭი, კენჭები, ქვა, ქვები, მზე, ტალღა, ნიავი ... ყველაფერი ქვიშაა, ჩემი ქვიშა... ზღვა ვარ მე, რომლის თითოელი ქვიშა კენჭშია, ეულ, მარტოდმარტო ნაძერწ კენჭში...მე არავინ ვარ, არაფერი ვარ და ეს, მხოლოდ იმიტომ რომ ზღვა ვარ... და ესაა ჩემი პოეზია... მე ვარ ზღვა !!! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |