Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 3 » სულისა და ხორცის საუბარი
7:58 PM
სულისა და ხორცის საუბარი
სხეული: მიხარია, თქვენთან საუბრის საშუალება რომ მომეცა.

სული: მეც მოხარული ვარ. უკვე 16 წელია ვემსახურებით ერთ საქმეს _ ამ ადამიანის სიცოცხელეს.

სხეული: მართალი ბრძანდებით. სწორედ სააქაოში, ჩვენი ქვეყნების ნეიტრალურ საზღვარზე, ვთანამშრომლობთ,თორემ შემდგომ ორი უკიდურესობისაკენ მივექანებით.

სული: ჩემი სამშობლო თუ ზეცაა, თქვენი _ მიწა.

სხეული: დიახ ასეა და სამწუხაროა,რომ ვერასდროს ვესტუმრებით ერთმანეთს. თქვენ გაგიმართლათ: უკვდავეთის წარმომადგენელი ხართ, მე კი _ დროის ავადმყოფი შვილი, შვილი განწირული გაქრობისათვის. მიწაში მოხვედრისას, დღეების სვლასთან ერთად, ვიფიტები, ვიხრწნები და ბოლოს ნიადაგის ნაწილად ვიქცევი.

სული: სხეულო, სამაგიეროდ შენი ნახვა ყოველს შეუძლია. ფოტოფირებზე, ვიდეოზე გაფიქსირებენ, ვიზუალურად აღგიქვამენ... ან კიდევ, რა არის კარგი უკვდავებაში? მით უმეტეს, თუ ჩემი აღმზრდელები, კაცის გონება და გული, გამზრდიან ბოროტის მქმნელად და თავს ჯოჯოხეთის ბნელ უბნებში ამომაყოფინებენ... მკითხე თუ მინდა კუპრში ხარშვა? სიკვდილის ბევრს იმიტომ ეშინია , რომ იციან რაც ეწვევათ, იციან სატანის სამსახურში ჩადგებიან და არ უნდათ... არც მე მინდა! სამოთხეს, ადგილს, სადაც სუფევს ჰარმონია, თანაგრძნობა, ღიმილი, ცრემლი სიხარულისა, ბედნიერება და სიყვარული, არაფერი მირჩევნია, როგორც აქ, ისევე იქ _ზემოთ.

სხეული: ჭრელ დედამიწას ფერები უხუნდება და ყოველ დღე თავიდან თუ არ გავაფერადეთ იგი შავ–თეთრ , უსიცოცხლო ბურთს დაემსგავსება,რომლითაც ეშმაკები ფეხბურთს ითამაშებენ.
ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ: მე ვგრძნობ და შენ კიდევ შეიგრძნობ აქაურ ტკივილებს. ამ ქვეყანაზე არსებულ აბსტრაქციას ეხები, მე _ფიზიკურ ნივთებს. შენ ვერასდროს დაიჭერ ვაშლს ხელში, მე კი ვერასდროს შევეხები მწუხარებას, ტკივილს,ბედნიერებას, ვერასდროს მოვეფერები მათ ისე თბილად,როგორც შენ...
ჩვენ ორივეს ძალგვიძს ლოცვა, მაგრამ როდესაც მარტო ვლოცულობ ,,ფარისევლობას" ეძახიან და ქრისტეც არ ისმენს ჩემს ვედრებას.

სული: ასე გადაუწყვეტია უზენაესს...
მე ვარ ტილო, შენ მასზე შესრულებული ნახატი,რომელიც სრულიად მფარავს. საერთოდ არ ვჩანვარ, მაგრამ ვარსებობ.

სხეული: მე მხოლოდ ორი წერტილი დავტოვე დაუფარავი. ეს ადამიანის თვალებია. ასე მოგეცით საშუალება უყუროთ აქაურობას, შეხედოთ რეალობას.

სული: მადლობა სხეულო, პატარა, მრგავლი ჭუჭრუტანებისთვის. მხოლოდ ხორცის ამ ფანჯრებიდან შემიძლია დავინახო სხვა შენნაირები...
ისე, ზოგიერთ თქვენგანსაც შეუძლია ჩემი ამოცნობა, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ფიზიკური ნიშნებით, არამედ შინაგანი. აი, ადამიანები „ხასიათს", ,,ბუნებას”, რომ უწოდებენ, ეს მე ვარ...

სხეული: სულო, ნუთუ თქვენი დანახვა მართლა შეუძლებელია? მაინტერესებს როგორი ხართ ჩემში, ჩემთან ერთად.

სული: როგორც თაბაშირს შეუძლია ნებისმიერ ჭურჭელში ჩასხმისას იმავე ფორმის მიღება და გაციებული ფაქტიურად მისი იდენტური ხდება, ასევე მეც. კაცის სიკვდილის შემდეგ ჩემი გარეგნული იერსახე თქვენი ასლი იქნება.

სხეული: ძალიან კარგი... ჩვენ ამ ადამიანს ერთად ვაცოცხლებთ, ვაარსებებთ მობზრიალე სამყაროში და მერე, განსაზვღულ დროზე ვშორდებით, ვიყოფით სამუდამოდ. ვერ ვხვდები რატომ... რატომ ღებულობს მიწა ყველა ადამიანის სხეულს, განურჩევლად პიროვნების სილამაზისა. ქვემოთ დემოკრატიაა: არ გვყოფენ მახინჯებად, ლამაზებად, მუსლიმანებად, ქრისტიანებად, შავკანიანებად თუ წითელკანიანებად და ა.შ. მაგრამ იქ, ზემოთ, საიქიოში რატომ გაფასოებენ?

სული: მე ხომ მორალი, შეხედულება, აზრი, გემოვნება, მოძრაობა ვარ...
დროსთან ერთად ვიზრდები, ვსწავლობ, ვყალიბდები... დრო ვერ მანადგურებს. ის მებრძვის, შერკინება კი სამუდამოდ გრძელდება.
ჩემნაირი უამრავია (ყველაზე ბევრი ჩინეთში)... წარმოიდგინე, მშვიდობის–მოყვარე, შინაური ცხოველები,რომ გამოკეტო მხეცებთან ერთად გალიაში რა მოხდება?

სხეული: გონიერია უზენაესი! სამართლიანი... შენს გარეშე არარაობა ვარ!

სული: სხეულო, შენ ჩემი მეგობარი ხარ. სწორედ შენ მაძლევ საშუალებას შევიცნო

სამყარო, ვისწავლო ჭკუა, ვიპოვო ჭეშმარიტება...
ერთად ძალა ვართ, ერთად სიცოცხლე ვართ...

სხეული: ეჰ, ჩემო სულო, რა თავმდაბალი ხარ, რა მგრძნობიარე და ძლიერი, ეს ყველაფერი კი ძალიან ლამაზს გხდის. ვიყო მომხიბვლელი, სიმპატიური, კარგი აღნაგობით და არ მყავდეთ? ან ისეთი სასტიკი იყოთ,რომ სხვებს ტკივილს აყენებდეთ? არა, ასეთთან ყოფნას მარტოობა მირჩევნია, მაგრამ თუ მეყოლებით კარგი მინდა მყავდეთ!

გოგონამ გაიღვიძა... ჩვენი გმირები დაემშვიდობნენ ერთმანეთს და დაუბრუნდნენ ჩვეულ სამუშაოს. მხოლოდ ღმერთმა იცის კიდევ რამდენჯერ მიეცემათ მათ საუბრის საშუალება...
ღმერთმა იცის...
კატეგორია: სხვა და სხვა♥ | ნანახია: 981 | დაამატა: LoTi | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2011-08-25 - 2:34 PM

Vaaimmee DZaaliaan maGaRiiaa ..!! MoomeWonnaa )) aaDMiiN )) KiiDee DaaDeeT aaseeTii siaaxLeeBii )) :****

2011-06-03 - 11:25 PM

dzalian kargia

2011-06-03 - 9:03 PM

angel

2011-06-03 - 8:20 PM

- Vaime ai Udzalian Magresiiiiiiii applause angel heart Yochag Momwomssssss flower

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.