7:46 PM ჩავუყევი საფეხურებს.... | |
კიბის თავზევე ვიცი რაც დამხვდება ქვევით... ზედა საფეხური: ჭუჭყიან საფენზე მუხლმორთხმით ჩამჯდარი ახალგაზრდა, შავი პირისახის დედა, ჩვილი ბავშვით ხელში – შევეკითხები... დამტვრეული ქართულით მიპასუხებს: რომ არ სცხვენია, სულაც, აქ ჯდომა, მოდგმით მოსდევს გენში ხურდის გამოთხოვა და მეხვეწება – ზედმეტად ნუ მოვაცდენ, ნუ ჩამოვეფარები გამვლელებს. ის ახლა „სამსახურშია"... უფრო ქვევით: თმააბურძგნული, კედელსმიყრდნობით მჯდომარე – თვლემს– შევეკითხები... სუნთქვაგამოზოგილი სიტყვებით მიპასუხებს: რომ თუ არაყის ფულს მივცემ, ყველა შეკითვაზე მიპასუხებს... უფრო ქვევით: მოხუცი ბებო, სანდომინი სახით, რომელიც არ უჩანს... სამხედროფარაჯიანი ახლაგაზრდა მამაკაცის შავ–თეთრი სურათით ხელში... შევეკითხები ... ვერ მიპასუხებს... აეცრემლება. ქვედა საფეხური: უსინათლო...ფანდურით ხელში – ქართულ ხალხურებს მღერის. ვცნობ: 9 აპრილის ღამით მღეროდა იქ შეკრებილი ქართველებისთვის – ტრიბუნიდან. რა უნდა ვკითხო??? მე მრცხვენია... ხმა აქვს დაღლილი, ნაპროტესტარი. მიწისქვეშაში შავტუხა და შავთვალა ცელქი ბავშვი დარბის... მკლავებზე ეკიდება გამვლელებს და უფრო მოითხოვს, ვიდრე ითხოვს... შევეკითხები...რუსულ–ქართულად მიპასუხებს: –Мать сказала что я уже დიდი გოგო ვარ...!Надо зарабатывать!– თან ჯიბეზე მექაჩება. – – – – – – – – – – – – – – – – – – – ზოგისთვის ცხოვრების წესია, ზოგისთვის არსებობის ერთდერთი საშუალება, ზოგიერთისთვის თითქოს პროტესტის ფორმაცაა გამვლელთა თვალის ასახელად, ზოგისთვის კი სულ ერთია ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი – მაგრამ მათ ყველას ერთი აქვთ საერთო: გაწვდილი ხელი! _ – _ – _ – _ – _ – _ – _ – _ – _ მიწისქვეშას ზევით დიდი მოედანია – უზარმაზარი მონუმენტით წმინდა გიორგის. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |