Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » ივნისი » 3 » პირველია?!
8:03 PM
პირველია?!
პირველია?! იკითხა ექიმმა...
დიახ, ბატონო..
თქვენია ხო?
კი,კი რა თქმა უნდა?!

თეთრი კედლები, სიცივე, ნერვებზე მოქმედებს წვიმის ხმა, - იატაკზე რომ ეწვეთება..
ოთხი სკამი დგას (არა სამი გამოდის, ის ერთი გატეხილია...) . არცერთი რომ არ იყოს?! მგონი აჯობებდა.. ცარიელს, რომ ხედავს გული წყდება, გრძნობს... მეტი არავინ დარჩენია... მხოლოდ ორია ვინც უყვარს, მაგრამ ერთი ზრუნავს მასზე... მეორე?! ისინი არც კი იცნობენ ერთმანეთს...
...მშობლებს გული ვატკინე, სახლში ვერ დავბრუნდებით... და სად წავალთ? ღმერთი არ გაგწირავსო ხომ მითხრა დედამ ?! მეც ღმერთის იმედი მაქვს... მე ბედნიერი ვარ! თავს იმშვდებდა იგი!
აი,აი მოდის... გული მიგრძნობს, ვიცი კარგ ამბავს მეტყვის ...
ექიმს თითქოს და რაღაცის მოერიდაო, თვალი ააცილა...აქეთ მობრძანდით... უთხრა ,,მამას"
გეტყვით, რომ კარგი გოგონაა, ძალიან ლამაზი, შავი თვალებით... კარგი ბავშია... დედა?! დედა, ცოლია ალბათ თქვენი? გადარჩა, არ ვიცოდი თუ გაუძლებდა ... არ მეგონა... ხომ ვეჭვობდი... გავრისკე... თთთ... თთთთთ... თთ_ვა_ვა... თვალები...თვალები... ჩემი ბრალია არა, თქვენც ხომ იცით, მე არაფერ შუაში ვარ... მაგრამ, ბავშვს ვეღარ .. ნუ, ვერ დაინახავს... რაც მთავარია ცოცხალია... ამოიხვნეშა... ვითომდა ყურადღევის გადატანის მიზნით რამდენიმე წამის შემდეგ, წამობრძანდით ახალშობილს
გაჩვენებთო.
ექიმს არ შეპასუხებია... რა უნდა ეთქვა?! სკამზე გაიყინა... ხელი დაუქნია .. წადიო ანიშნა...
ასე იჯდა დილამდე... წამით არ დაუძინია... არც ფიქრობდა... (რაზე ეფიქრა?!) უბრალოდ სუნთქავდა,_სხვა სიცოცხლის ნიშნები არ ეტყობოდა... არ უნდოდა პალატაში შესვლა... უძვირფასესი ადამიანი განადგურებული უნდა ენახა...
... არადა, როგორი იყო მაშინ ერთმანეთი რომ, გაიცნეს , სიცოცხლით სავსე, უკვე ექვსი თვის ორსული, უბედური მაგრამ სიცოცხლე ჩქეფდა მასში... თავიდან ეცოდებოდა, ახალგაზრდა გოგოა, გათხოვდა, რა დაემართა?! მოიტაცეს... შემდეგ ქმარი... ეჰ.... სიბრალული სიყვარულში გადაიზარდა.. სიბრალული - სიყვარული - სიხარული... ბედნიერები იყვნენ მაგრამ არა, და არაო მშობლებმა. წამოვიდნენ, პატარა ,,ოთახში" ცხოვრობდნენ... ახლა რა მოხდა? რა დაემართა? რატომ გაწირა ღმერთმა?
გაბედა... შეძლო... ნახა... ქალს თვალები დახუჭული ჰქონდა, რატომ გავახილოო ფიქრობდა... უფერული ლოყები ცრემლს დაელბო.. ჩაეხუტა... (ბანალურად ჟღერს, მაგრამ მართლა საოცრად ჩაეხუტა)
ბავშვიც ნახა.. ლამაზი გოგონა... ექიმის არ იყოს და მართაც შავ თვალებს აბრიალებდა...
ხვალ გაგწერთ, უთხრა უკვე უცნობმა ექიმმა (ის წასულა, იმ დღესვე, აქ არ გამეჩერებოდაო ).

P.S უსინათლოდ ცხოვრება უჭირს... ექიმები ვერაფერს ამბობენ....
კატეგორია: სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1199 | დაამატა: LoTi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.