დაღამება სევდას მიქსოვს, გული რითი გავართო, დავჯდები და დავწერ ბარათს, ისევ უმისამართოდ. ჩემი ლექსი თვით მოგძებნის, ვერსად დაემალები, მისამართად ეგულება შენი გიშრის თვალები. მას რად უნდა ქუჩის სწავლა, შენი სახლის ჩვენება, ვით მერცხალი თავის ბუდეს, მოვა, მოგეფერება.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
858
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
იმ ქალს, იმ ბერიკაცს გაუმარჯოს, ვისი ცხოვრების გზაც შვეულია, ვისაც არასოდეს გაუმართლდა, მაინც სიხარული შეუძლია. ვისაც იმედები პურად ყოფნის, ვინც მთელ ქვეყანაზე ეულია, ვისაც, სიყვარულით უარყოფილს, სხვისი სიყვარული შეუძლია.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1341
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
როდესმე ნეტა მოგნატრებივარ? როდესმე მაინც თუ გყვარებივარ? ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი? არა! სიყვარულს არ ადევს ფასი! როდესმე ის დრო გაგხსენებია? ჩემსავით ვინმე მოგფერებია? ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები, თუ გაუნდვია თავის ფიქრები?
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
856
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
ამბობდი _ თვალებიც ბერდებიან, და მუდამ ამაზე ვკამათობდით, ჩვენ შორის სიშორის ის წლებია, რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს. ახლაღა ბრუნდები, ევედრებიან� წამებს და საათებს ვგავარ ოდეს, არ ამბობ _ თვალებიც ბერდებიან, გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს. მიყურებ, გაცვეთილი მზერებია, ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ, ვიჯერებ _ თვალებიც ბერდებიან, როდესაც გულები ღალატობენ..
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1390
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში, თორემ დარდი მოვა და გულში ჩამიკრავს... დარდი ცრემლს მომიტანს, ტუჩებს დამინამავს გულს მომიხებს და გრძნობებსაც ჩამიკლავს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში, თორემ სიგიჟე მოვა და გამათბობს... გულში ჩამიხუტებს,თვალებს დამიკოცნის, გადამრევს,მხურვალე ვნებებით დამათრობს...
ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში, თორემ სიგიჟე წვიმაში გამიყვანს... ქუჩებს მომატარებს ხელში აყვანილი, ამაფრენს ცაში,მთვარესთან ამიყვანს...
ამიტანს ფიქრები უზომო ტკივილზე... ფიქრები სიკვდილზე...და შიში ამიტანს... ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში... თორემ სიგიჟე მოვა...და...წამიყვანს...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
921
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
მე კარგად ვხედავ სანაპიროს - მზიანს და უვრცესს, დიდი ხნის წინ რომ დავტოვეთ და მის წაშლას ვცდილობთ. თუმც დამეთანხმე, თუმცა ხელი დაიდე გულზე,- სხვა რამე იყო ის სამყარო, ის სანაპირო. საღამოები, მზის ჩასვლები, სხვა საუბრები: ქრისტეზე... მზეზე... თბილ ქვიშებზე... უცხო გრძნობაზე... მერე რა, თუ დღეს ერთმანეთთან ვართ დაუბრებით, ვიცი - შენ ფიქრობ ჩვენს გვიანდელ ყმაწვილობაზე. მერე ბავშვობა დავამარცხეთ საკუთარ თავში, აქ, ამ ქალაქში, რეალური კურსი ავიღეთ, მაგრამ დღიურებს, ძველ დღიურებს როცა გადაშლი, ჩვენ ბრბოს ნაწილი რომ არა ვართ მყისვე გაიგებ!..
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
790
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად... ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო, იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია, შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო! მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია, მინდა თვალზე ცრემლიბის, ალუბლების დაკრეფა; და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან, შემი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება! მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია! რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან, რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან, ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა! უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია, შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
987
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
| |