სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო გაზაფხული იღვიძებდა იაში... მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე...დავაგვიანე... რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით... სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი, სიყვარულის რიგში ღმერთო... აქაც ბოლო ვიყავი. და როდესაც დახლთან მიველ მომღიმარი თვალებით, სიყვარულით ლაჟვარდს ხელში შეუერთდნენ ქალები. წიგნის თაროს შერჩენოდა ერთადერთი კრებული, და გამყიდველს ის თავისთვის ჰქონდა გადადებული... სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში ის დღე იყო... გაზაფხული იღვიძებდა იაში, მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს.. სიყვარული რიგდებოდა და მე...დავაგვიანე...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1286
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
დახუჭე თვალები, დახუჭე... სინათლე ყველაფერს აფუჭებს.. სიბნელე მათრობს და მაჩუმებს... არ გინდა?... ცხოვრებას გაჩუქებ... თვალებზე შეგახებ ცხელ ტუჩებს... ეს კოცნა ტკივილებს აყუჩებს... გთხოვ შენი თვალები მაჩუქე და შენი თითები მაჩუქე.. და შენი სიზმრები მაჩუქე... და შენი ალერსი მაჩუქე... დილა და საღამო მაჩუქე ... და ამ ყველაფრის სანაცვლოდ... დარჩენილ სიცოცხლეს გაჩუქებ... დახუჭე თვალები დახუჭე... სინათლე ყველაფერს აფუჭებს!"
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
939
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
ენით გადაღლილი ჩემი ემოცია, ფრაზებს მივანდე და ლექსად შევუკვეთე, ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა, ღმერთო, ჭრილობაზე სული შეუბერე.
ხორცი მოყინული სხეულს მოეძალა, სულზე მტკაველებად გადავითვლი ტკივილს, მინდა გრძნობებისგან შენში დავიცალო, ქალის ცუდი ჩვევა გამაწითლებს ვიცი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
912
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
მაკოცე!... დაირღვევა მისჯილი დუმილი მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი მაკოცე დავივიწყებ დაკარგულ საათებს არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს მაკოცე...შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა გაკოცებ! მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხლებს....
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
896
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
არ მიყვარხარ!!!!!
-მესურვილები
-მენატრები
-გეძებ
-მაკლიხარ
-ვდარდობ
-ვოცნებობ
-გეძახი
-მეტკივილები
-შემომენთები
-მაგონდები
-გიხმობ
-გელი
-შენთან მინდა
-მესიზმრები
-მელანდები
-ვერ გელევი
-ვერ გთმობ
აი,სიყვარულით კი არ მიყვარხარ!!!!!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1138
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
შენთვის ვცოცხლობ, შენთვის ვკვდები დავთვრები და შენთვის ვმღერი, და დილამდე სულ ვიყვირებ რომ ძალიან მენატრებიი...=))
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
879
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
|
როცა მე და შენ წლები გვაშორებს, რაღა თქმა უნდა ეს საწყენია, მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს, მენდე,ეს ჩემთვის არაფერია, მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს, გასაკვირი აქ არაფერია. შენით მე გავხდი ბევრად უფროსი, შენ კი ისევე ბავშვად იქეცი, როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე და სამუდამოდ შენად ვიქეცი. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, და სიყვარული მართლაც წრფელია, მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი, მერწმუნე წლები არაფერია...=)))
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
781
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-29
|
| |