Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥
შენი თვალები

 

შენი თვალები სითბოთი სავსე�
სულ მუდამ მახსოვს და მენატრება,
შენი ღიმილი სიკეთით სავსე
მე არასოდეს არ მავიწყდება.
სულ მუდამ გეძებ,სულ მუდამ გელი
და ეს ლოდინი დიდხანს გრძელდება
არ ვიცი როდის გამოჩდები,
მაგრამ იცოდე გამიხარდება.
გამიღიმებ და გულში ჩამიკრავ
მომეფერები,მოგეფერები
და მაშინ ვიგრძნობ შენგან სიყვარულს,
რომელსაც კარგო დიდხანს ველოდი.
შენი ფერებით ამ გულს გამითფოფ,
შენი ღიმილით გამახალისებ,
რაც უნდა მოხდეს,რაც უნდა იყოს
მე არასოდეს არ დაგივიწყებ.
მემახსოვრები სულ მუდამ,მუდამ
არ ვიცი თავი რით შემაყვარე,
მაგრა ძლიერ ვგრძნობ მე ამ სიყვარულს,
რომელსაც კარგო გულით ვატარებ.
მაგრამ ვაი რომ შენ არ მოხვიდე,
სხვა შეგიყვარდეს თავდავიწყებით
სხვისმა თვალებმა უფრო მოგხიბლონ,
ვიდრე გხიბლავდა ჩემი თვალები
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1059 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

მე არ მიზიდავს ეგ სილამაზე

 

მე არ მიზიდავს ეგ სილამაზე,
მე არ მიზიდავს მაგ თვალის ფერი...
მე მხოლოდ ერთი მიზიდავს
ეს სიყვარული მიზიდავს შენში!
შენსკენ მომათრევს ასე ეულად,
შენზე მაბოდებს გადარეულად!
ამ სიყვარულმა დამაწყებინა ლექსების წერა..
წერა მინდება-ხელი მიხმება ,
ტვინი მეფსობა,თვალს მიბნელდება..
დაე მექყება ოცნება შენზე
მინდა სიტყვა ვთქვა,მაგრამ ვერ ვამბობ..
სიტყვას მოჰყვება შენი სახელი...
მინდა დავწერო,მაგრამ ვერა ვწერ,
თვალთ მიბნელდება და მელანდება,
ტირილი მინდა ,მაგრამ ვერ ვტირი
თვალის გუგაზე მაშრება ცრემლი..
თვალი, რომელიც შენს ნახვა ელის
ასე ეულად გადარეული...
მე არ მიზიდავს ეგ სილამაზე,,
მე არ მიზიდავს მაგ თვალის ფერი
მე მხოლოდ ერთი იზიდავს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 921 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

სახლი მინდოდა მქონოდა, უბრალო, ხის და ისლის.
სასთუმლად ნუშის ბაღნარი, საბნად თიბათვის ნისლი,
ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდენელი ჩრდილით,
გადავრეკავდი მინდვრებზე შავ-თეთრა კრავებს დილით.

ავაშენებდი სალოცავს, გადადუღებულს კირში,
გამოვისხლავდი გაზაფხულს, ვაზებს ჩავყრიდი მწკრივში,
გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს,
მისი ქროლვით და ჭენებით გადავუსწრებდი ქარებს.

გავაშენებდი ვენახებს, ცამდე ავწევდი ზვარებს
და ავაგებდი სამრეკლოს, ვაგუგუნებდი ზარებს.
მერე მოვარდნილ ნიაღვრით დავაბრუნებდი წისქვილს
და ჩემი პურის თონეში ფიჩხებს ჩავყრიდი მზის სხივს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1092 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
�რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 934 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ქალს ნუ მიენდობი,ქალი ქალია
ქალი ქარია,ქალი მარტია.
ქალი წვიმაა,ცვალებადია
ქალი მზეა და ქალი მთვარეა.
ციური ვარსკვლავია,ღრუბელი,ნისლია
უცხო პლანეტაა,ფეერვერკია
მიუწვდომელია,აუხდენელია,
ქალი ღვინოა,თავბრუს დამხვევია.
ქალი აპრილია, პირველი აპრილი,
ქალის ნათქვამში ბევრი ტყუილია,
ქალი გიშერია,ძოწია,ალმასი,
იგი მაცდურია,მაგრამ ლამაზია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1004 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)





ქარმა წაიღო ის გრძნობა ძველი,
შენ რომ გიყურებ, ფიქრით სხვაგან ვარ,
მერე წავალ და არაფერს გეტყვი.
გაივლის დრო და მოვა ზამთარი,
დარდი ფიფქებად დაიწყებს თოვას,
რომ შემცივდება, დაბერავს ქარი,
ჩემს გასათბობად არავინ მოვა...
ხმადაბლა ისევ რომ ამღერდება
"ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი",
შენი თვალები გამახსენდება
და ისევ ისე დაბერავს ქარი.
ისევ გაჩნდები ღამის სიზმრებში,
ძველ სურათებსაც ვიპოვი სადმე,
ჩავიძირები ისევ ფიქრებში
და გულში ისევ ჩუმად გინატრებ.
გეტყვი, დაბრუნდი, მე შენ მიყვარხარ,
ჯერ კიდევ მახსოვს ის გრძნობა ძველი,
რომ ვერ გიყურებ, დარდით აღარ ვარ,
შენ კი წახვალ და არაფერს მეტყვი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 835 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


 

მე მოგიძღვენი წითელი ვარდი
შენც ამ ვარდივით გაწითლდი ვხედავ,
სიყვარულს ნიშნავს წითელი ვარდი
ეს გაწითლება რას ნიშნავს ნეტავ?
თვალს ნუ მარიდებ გემუდარები
გთხოვ გამისწორო მტკიცე თვალები.
არაფერს მეტყვი?- არ გთხოვ ძვირფასო
ყველაფერს მეტყვის შენი თვალები
თვალებს რატომ ხრი?-ნუთუ გრცხვენია?
ნუ გერიდება, მე არ გიწყრები,
სხვა გიყვარს?-კარგი ძვირფასო
მე კი მიყვარხარ თავდავიწყებით.
ხშირად სიზმარში მე გხედავ შენ

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 938 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)

« 1 2 ... 246 247 248 249 250 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.