Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

როცა სიკვდილი ჩემთან მოვა,
ბოლო სურვილად მე შენ გინატრებ.
ბოლო სურვილი იქნები,რადგან
მაშინ გავბედავ,მაშინ გინატრებ...
მომენატრები ძვირფასო, ვიცი
და მენატრები უაზროდ ეხლაც...
მაშინ ვიქნები,ალბათ,მე სხვისი,
მაგრამ სიყვარულს ვინატრებ შენსას...
ვერ დაგაფასე,ბრალი მიმიძგვის,
რომ ვერ ვიშორებ დგეს ამ დიდ სევდას,
მაგრამ,იქნება შენ შემიბრალო,
იქნებ მოხვიდე ბოლოჯერ ჩემთან
თხოვნა
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 826 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


მესაფლავე, შენ ამბობ, რომ
ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი
ყველა ჩვენგანს ავიწყდება?

ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც...
მომაბეზრე კიდეც თავი,
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს,
ეგ დაცინვა გულსაკლავი.

ვარდის თვეა, მაისია,
ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი,
როგორც თოვლი, ისე აწევს,

მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს
და სითბოში მთა-ბარს ახვევს,
ყვავილებით მოქარგულა
არემარე მომხიბლავი.
თხოვნა იყო დავდე
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1180 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)



მონატრება ტკივილამდე გაგიგია?
ხოდა სწორედ ასე მენატრები...
გაგიგია მონატრებით გადარევა?
გავგიჟდები ისე ძლიერ მენატრებიიი.
შენ ცრემლები მონატრების გაგიგია?
ცრემლად ვდნები ისე ძლიერ მენატრები
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1028 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)



უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 790 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)





რა გულგრილი ხარ ? თვალებს მილულავ ,
თვალებს მილულავ ცრემლით ნატბორევს
შენ ამოგივსე სული ყინულის
ცივი ნამსხვრევებით და მიგატოვეს
მე არ გამტყუნებ რომ აღარ გჯერა
მე აღარ გეტყვი - ”ჩემს სიტყვებს ენდე”
მე არ გამტყუნებ რო აღარ გჯერა
კაცის ამდენი ღალატის შემდეგ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 783 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით
ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან
მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით
იქნებ დაგვეწყო თავიდან
ცრემლი უკვე მკერდზე ჩამოვარდა თავიდან
ლოყა ამომიწვა ცხელმა ცრემლმა
მაგრამ ამასაც ავიტან
გული დამიფუფქეს ფიქრებმა მწველმა
მაგრამ ამასაც ავიტან
მე ჩაგჩურჩულე სიყვარულის მცველმა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან
თავი გამახსენა ღამემ საშინელმა
მაგრამ ამასაც ავიტან
ახლა გეუბნება ჩემი გულისცემა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 748 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

ის ჩამომშორდა, როგორც სიზმარი,
აუხდენელი და მომხიბლავი,
არ ვიცი, საით გაუყვა ტალღებს,
სად შეაჩერა დაღლილი ნავი.
მაშინ ცას უფრო სხვა ფერი ჰქონდა,
სხვაგვარის ღელვით ღელავდა ველი,
მაისი იყო, მთას მოჰხვეოდა
ნაზ გაზაფხულის მთრთოლვარე ხელი.
მაგრამ ის მოვა შემოდგომისას,
მოვა დაღლილი და ფერმიხდილი,
ო, რა მწუხარე ღამე იქნება,
ო, რა საშინლად იკივლებს ჩრდილი.
მაშინ მე გეტყვი, რომ მოკვდა გული,
რომ სიზმარივით გაჰქრა ყოველი,
რომ ჩემს წარსულში არ ვეძებ ახალს
და სიყვარულში ხსნას არ მოველი!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 896 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 245 246 247 248 249 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.