Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

 

რა არის ეს ცხოვრება?!
უბრალოდ სიტყვები.სიტყვები და ფიქრები..
ის სიტყვები,რომელიც მომავალში
შეიძლება წინ დაგხვდეს და ზიანი მოგიტანოს.
შენმა სიტყვებმა შეიძლება ადამიანს გული გაუტეხოს,ამბობ:
"არ მყვარებია,და არც შევიყვარებ"
სიტყვები ადვილი მოსასმენია,მაგრამ
ის ილექება ჩვენს გონებაში და ჩვენს გრძნობებზე მოქმედებას იწყებს!
და უცბად შენ იწყებ ფიქრს:
"მას არ შეუძლია სიყვარული,
არც მე დავიტანჯავ თავს"
აი ამ ქმედების მერე კიდე უფრო ქარწყლდება რწმენა იმ ადამიანისადმი.
ამას ჯობს ვთქვათ სიტყვები: "მიყვარდა,მინდა გიყვარდე !მე შეგიყვარებ!"
აი ეს სიტყვები გაიძულებს სხვანაირად
იმოქმედო!
მაგრამ რა მინდა მე?!
რას მოვითხოვ? მე ხომ არავინ მყვარებია,
და ვამბობ,რომ არ მჯერა სიყვარულის!
აი ეს კი აფსურდია,უბრალოდ არ მინდა სიყვარულმა ტანჯვა მომიტანოს!
მაგრამ ხალხმა არ იცი ჩემი ფიქრები...
ალბათ ყველას უგულო ვგონივარ...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 809 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

მორჩა!
დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი,
სისხლიან თვალებში უშენოდ ბინდდება,
სიკვდილში არის ისეთი ინტიმი,
სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
თმაში ჩავიბნიე კარმენის ვარდივით
წითელი სიშიშვლე, ვით თავდავიწყება,
ახლა, უცნაური გიჟმაჟი მარტივით
მუხრუჭი აღარ მაქვს და აღარც მჭირდება.
არაფერს არა გთხოვ, არც არას გპირდები,
გაზაფხულს დაუგეს მახე ამინდებმა,
ყინულის მარცვლების აპრილში მიგდებით
ნუშებს დაეფინა თეთრად გარინდება.
სუნთქავს უცნაური შიში სხეულიდან,
გავწელე ეს სივრცე თამბაქოს რელსებით,
ჩამოგსვავ!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 978 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


იხარეთ ჩემთან და ჩემს გარეშე...
იხარეთ ჩემში,მე ხო ყველგან ვარ!
როცა გავქრები ვერ დამინახავთ,
მაგრამ თქვენ იგრძნობთ,რომ მე
თქვენთან ვარ.მე ყველა მიყვარს
ყველას-მე არა,სიკეთეს უტევს
ბოროტი ძალა,თუკი მე ვტირი
შენი გულისთვის,მაშინ ილოცე
ჩემი სულისთვის.ბედნიერი ვარ
მე თქვენთან ყოფნით,და არ
მინდოდა მე არსად წასვლა,
მოდუნებული მიწიერ ყოფით,ზეცის მიწაზე
ვიფიქრე გასვლა.და ასეც ვქენი,გავიდა ხანი,
რჩეული გაქრა,გაქრა სხეული,
მე ადრინდელი მივიღე სახე
მაგრამ დავკარგე ჩემი სხეული,
რომელმაც ერთ დროს ღრმად
შეიფარა,სული ზეციდან გამოქცეული.
იხარეთ ჩემთან და ჩემს გარეშე...
იხარეთ ჩემში,მე ხომ
ყველგან ვარ!თვალი დახუჭეთ
თუ მოგენატროთ და გავცოცხლდები
თქვენში,თქვენთან ვარ!!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 902 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,
ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.
შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,
ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.
მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი,
მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან.
რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე
და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე.
შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს
და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან.
მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს,
რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 909 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

ამ ცხოვრებაში
მე ვარ სულ მარტო,
ოღონდ არ მკითხო,
ვერ გეტყვი რატომ.
ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული,
მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული.
მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს,
რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს.
ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება,
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება.
უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება,
გული კი მარტოდ მარტო დარჩება.
მოგონებები თუ გადარჩება,
ამ მოგონებას ცრემლი ახლდება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 976 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)

 

***

წვიმა.. წვეთები..შენს ტუჩებს ვეხები..
ვგრძნობ გრძნობა ნელდება.. სულში მერევა ნაღველი დარდის..
ყოველთვის დარდი თან დასდევს თვალებს..
მე მინდა წრფელი. სიყვარულს ველი..
გეხები ფრთხილად.. ნუ გეშინია მე შენთან ვარ მუდამ..
ნუთუ ვერ მხედავ.. შენს სხეულშია ჩემი სულის ტკივილი ძველი..
ღამდება ისევ.. სავსეა ისე..
თითქოს აღარ ვგრძნობ იმას რაც უწინ, მეგონა გულის უცვლელი შფოთვა..
სევდიანს ასე ჩამეძინება.. სიზმარშიც გხედავ..
ნუთუ გიგონებს.. ისევ გინატრებს..
და უხმოდ ფიქრით გამოღვიძებულს..
კვლავ მაგონდება თვალები შენი.
ტანჯული სული ვეღარ გაუძლებს..
სადღაც ზეცისკენ მოსჩანს სინათლე..
ვგრძნობ დროა წასვლის.. და მეც გშორდები..
მგონი დაგკარგე.. აგერც შენ მიხმობ..
იმ ლამაზ წუთებს მე მოვიგონებ ჩვეული დარდით..
ყოველთვის ასე მიუსაფერი დავრჩები მუდამ..
ვის ენაღვლება ცოდვილი ქალი...!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 942 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

 

ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი ოცნებების წონა.

ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა,
ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.

ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...

ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია,
ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1058 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 248 249 250 251 252 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.