Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥




ვინ იცის, იქნებ ჩვენი ცხოვრება
კვლევა-ძიების გზა და მტვერია,-
ბედნიერებას მოიპოვებ და
ბედნიერება არაფერია

ვაჰთუ, ასეა თავისუფლებაც,
თავისუფლებას ჯვარი სწერია,-
ყველაფერია მოპოვებამდე,
მოიპოვებ და არაფერია!
იბრძვი, ბობოქრობ უფლის შეწევნით,
წლებს ჯირკებივით მატებ კერიას, -
მიხვალ მიზნამდე, და ბედს ეწევი,
იმ ბედს იქით კი... არაფერია!

იწვის ქვეყანა შენი სიცოდვით
შენს სიმღერებს კი მაინც მღერიან,
შხამით სავსეა თასი სიცოცხლის
დასცლი ამ თასს და... არაფერია!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 843 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


მარადიული ღამის ზმანება,
ნაცნობი სევდით კვლავ ვიბანგები.
სადაც ქაფია ყველა ღვთაება
ზღვის მელოდია, მთვარის ჰანგები.
ფაიფურივით ღრუბლების მსხვრევა,
ქარი ზღაპრული არტემიდეა.
თუმც რა ხანია დრომ გადამტვერა
ზოროასტრის და ზევსის იდეა,
მაინც წააგავს მითს ეს საღამო,
ათასი კერპი იწვის და დნება.
ისევ გაცოცხლდი სულში ადამო!
ცეცხლის სიშიშვლედ და ველურ ვნებად.
როგორც გრძნეული ღამის ზმანება
მეც უკვდავებით დავიბანგები
აქ მარადია ერთი ღვთაება,
ზღვის მელოდია, მთვარის ჰანგები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 806 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)





ცის კაბადონზე ვარსკვლავთა გუნდი
დგას უმოძრაოდ წელი მრავალი
ოცნება სიზმრად გადაქცევიათ
მაგრამ მშველელი არ ყავთ არავინ.

აერთიანებთ მათ ერთი ენა
ერთი აქვთ სწრაფვა და გულის თქმანი.
არც ერთ ფილოლოგს არ ძალუძს ქვეყნად,
მათ სათუთ გრძნობებს აუბას მხარი.

მე კი ვისწავლე ვარსკვლავთა ენა.
ღმერთის წყალობით მეცხო ნათელი.
სატრფოს სახება მყავდა მეგზურად
ვით აღმაფრენა და ვით სანთელი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 852 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



შენ ხარ მიზეზი ჩემი არსებობის,
სიყვარულო ჩემო და სიცოცხლევ ჩემო,
მე კი შენზე ფიქრის და დარდის მონა ვარ,
ბატონო ჩემო და უბრალოდ "ჩემო"!
შენა ხარ მიზეზი თეთრი ღამეების,
დაუნდობელო და უგულოვ ჩემო,
მე კი მონა ვარ ცრემლიან დღეების,
ოცნებავ ჩემო და უბრალოდ "ჩემო"
შენა ხარ მიზეზი ჩემი გულის ცემის
მიუწვდომელო და სანატრელო ჩემო,
მე კი ვსუნთქავ შენთვის და მხოლოდ შენთვის,
უტკბილესო და უბრალოდ "ჩემო".
შენა ხარ მიზეზი ჩემი აღსარების,
მიუკარებელო და უხილავო ჩემო.
მე კი დაგეძებ ნისლიან ფიქრებში,
გიხმობ და გეძახი: "სადა ხარ ჩემო?"
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 809 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

shen chemi ar xar da arc iqnebi
radgan shen ar gaqvs chemze piqrebi
dro gava metyvi izrune tavze
me sul sxva miyvars da vpiqrob masze
es ar iwneba chemtvis axali
vici odesme amas gavigeb
titqos mkarnaxobs gmeri magali
rom chems siyavuls pexqvesh gaigeb
ert dges mogartmevs vinme buketebs
mogewoneba tvalebi misi
shen dainaxav masshi uketess
vici rom ar var me sheni girsi
wlebi gava da guli dagwydeba
chemi sityvebi shen win dagxvdeba
mixvdebi mashin tu vin gyolia
rom chems did grdznobebs dzala hqonia
me es ar minda odesme moxdes
rom chems did grdzobebs cudi ram mohyves
ar minda shenshi is davinaxo
visac ar veli is avisaxo
ra vqna rom bedma ase damcina da
siyvarulshi ase gamwira
ar damanaxa masshi sinatle
tu ertxel mainc ar gamimartlebs..........

PS.......... itxovda 1234 :D

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1071 | დაამატა: LagaZza | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ატეხილ ქარებს რა შეაჩერებს, უსიყვარულოდ
ფოთოლცვენაში როგორ ვიპოვო ჩვენი ფოთლები,
წვიმას რა უთხრა სიყვარულზე რით დავამშვიდო
მზე,რომ ამოვა მე უშენოდ როგორ ვიქნები...
როგორ გაუძლო უსიყვარულოდ მე ამ გაზაფხულს
ან ზღვას რა უთხრა,მთას ავხედო რა დამშვიდებით
ველად გავიჭრა რა ვიყვირო მარტო შეშლილმა..............
ვისთან მივიდე თუ ვერ გავძლებ და გავგიჟდები.
ატეხილ ქარებს შეაჩერებს ეს სადღეგრძელო
ხმელ ფოთლებს წყალში ჩავალაგებ მზეს დავპირდები,
სულ სხვას ვაკოცებ სხვასთან მივალ დასამშვიდებლად
თუ სატრფოს სხვისი ბაგე უყვარს და არ ვჭირდები.
აი წვიმას კი მე ვერაფერს ვერ დაუმალავ
ვეტყვი, რომ მარტო დავთვერი და გზა ამერია......
" მერე რა მოხდა მე და წვიმა თუ გავგიჟდებით
გიჟების ხვედრი მზე, მთვარე და ვარსკვლავებია"
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 975 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


დღეს, მარტოობაც და ცხოვრებაც იისფერია,
გაფანტულ ფოთლებს, კვლავ აცეკვებს ლამაზად, ქარი.
დღეს მისი მზერა, გამჭირვალე მინისებრია.
საოცარია, ფიქრებისგან დაღლილი ქალი.

თითქოს, სიყვარულს ელოდება ფოთოლთ შრიალში.
თუმც, სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი.
ის, მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად
და ოქტომბერში, მარტოობამ დასწერა ჯვარი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 899 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 241 242 243 244 245 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.