3:44 PM ვინ იცის | |
ვინ იცის, იქნებ ჩვენი ცხოვრება
კვლევა-ძიების გზა და მტვერია,- ბედნიერებას მოიპოვებ და ბედნიერება არაფერია ვაჰთუ, ასეა თავისუფლებაც, თავისუფლებას ჯვარი სწერია,- ყველაფერია მოპოვებამდე, მოიპოვებ და არაფერია! იბრძვი, ბობოქრობ უფლის შეწევნით, წლებს ჯირკებივით მატებ კერიას, - მიხვალ მიზნამდე, და ბედს ეწევი, იმ ბედს იქით კი... არაფერია! იწვის ქვეყანა შენი სიცოდვით შენს სიმღერებს კი მაინც მღერიან, შხამით სავსეა თასი სიცოცხლის დასცლი ამ თასს და... არაფერია! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |