Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥



მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს
მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,
გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს
და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 928 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)



შენ თუ იცი რა მოხდება?
თბილად,რომ სთქვა ერთი სიტყვა
გალღვება და მომშორდება
გულს,რომ მადევს ყინულის ქვა
შენ თუ იცი რა მოხდება
მე,რომ ერთხელ გამიღიმო
სიყვარული არ გაქრება
არ გახდება უღიმღიმო
ძარღვში სისხლი აჩქარდება
დაბრუნდება სიყმაწვილე
გულში ცეცხლი აგვენთება
და ჩვენ ისევ დაგვაწყვილებს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 760 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

***

 

რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,
ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.
შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,
ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.
მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი,
მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან.
რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე
და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე.
შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს
და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან.
მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს,
რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 877 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ქალი ოცნება, ქალი სინაზე,
ქალი ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე,
ქალი ოცნება, ქალი ალერსი,
შენ მოგეფერო მინდა ამ ლექსით,
ლამაზო ქალო, ტანო-ტატანო,
ქალო ათასი ჭირის ამტანო,
ქალო გრძნობის და ტრფობის სამყაროვ...
კაცებმაა?.. კაცებმა ხელის გულზე უნდა გატარონ!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 930 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)





მე ალავერდში ღმერთს შეგავერდებ,
ღვთისმშობლის ხატთან დავიჩოქები,
და ალავერდის მდუმარე ტაძარს,
შენ ლამაზ სულზე ვესაუბრები,
მე ალავერდში სანთელს ავანთებ,
რომ შენზე ლოცვით ისიც იწვოდეს,
შენ თუ არ იცი როგორ მიყვარხარ,
ამიერიდან ღმერთმა იცოდეს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 893 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


 

ამ ცხოვრებაში
მე ვარ სულ მარტო,
ოღონდ არ მკითხო,
ვერ გეტყვი რატომ.
ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული,
მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული.
მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს,
რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს.
ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება,
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება.
უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება,
გული კი მარტოდ მარტო დარჩება.
მოგონებები თუ გადარჩება,
ამ მოგონებას ცრემლი ახლდება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 871 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


ენით გადაღლილი ჩემი ემოცია,
ფრაზებს მივანდე და
ლექსად შევუკვეთე,
ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა,
ღმერთო,
ჭრილობაზე სული შეუბერე.

ხორცი მოყინული სხეულს მოეძალა,
სულზე მტკაველებად
გადავითვლი ტკივილს,
მინდა გრძნობებისგან შენში დავიცალო,
ქალის ცუდი ჩვევა გამაწითლებს ვიცი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 878 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 240 241 242 243 244 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.