Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥


ბევრი იმედი გაწბილდება,
� ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
� ქალი, რომელიც გიყვარს.

� ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
� ქალი, რომელიც გიყვარს.

� წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
� მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

� თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
� ქალი, რომელიც გიყვარს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 817 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


შენი სარკმელი - ბუდე ამურის,
კაკანათი და ოქროს დილეგი.
შიგ ჩიტებივით ბევრჯერ გაბმულან
ჩემი სიზმრები და სურვილები.

პატარა სახლი ლიბომოშლილი -
ერთი პაწია ყანჩის ფიტული
მეჩვენებოდა ბროლის კოშკივით,
ზედ ცაზე იყო გადმოკიდული.

ღამით კოშკიდან ოქროს დალალი
ჩამოგიშვია როგორც რიჟრაჟი,
მეც ამოვსულვარ შენთან მალულად,
ჰო, ამოვსულვარ ოღონდ... სიზმარში...

ჩავუვლი შენს სახლს გულის ძაგძაგით
და ძველი სუსხით შევირთვილები,
დამესევიან და გამძიძგნიან
ძველი სიზმრები და სურვილები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 911 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

ყველაზე ნამდვილს.

 ყველაზე ნამდვილს,

ყველაზე ლამაზს,

ყველაზე ძლიერს,
ყველაზე მამაცს,
ყველაზე ცმინდას,
ნაზსაც და მძაპრსაც
ნათელმხილველს და
ბრმასაც, ო, ბრმასაც,-
პირველ სიყვარულს გაუმარჯოს,
პირველ სიყვარულს !
ერთს და ერთადერტს,ყველაზე მაღალს,
ჯერაც უცოდველს და მზეთუნახავს,
ჩეშმარიტს გულით გამოგონებულს,
ცხელ ცრემლს მალულად ჩამოგორებულს,
უგონოს, მაგრამ გრძნობას ნიჩიერს,
ციურს და მაინც ვაგლახ, მიწიერს,
ყველაზე დიდ ცეცხლს, მაგრამ უვნებელს,
უეცრად შეყრილს,სენს უკურნებელს-
პირველ სიყვარულს გაუმარჯოს.
პირველ სიყვარულს !
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 835 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


გაიღიმე. . . . .,
მერე რა მარტო ხარ?. . . . .,
მიგატოვეს?. . . . . .,
დაგივიწყეს?. . . . . .,
გემალებიან?. . . . . .,
მერე რა გაიღიმე. . . .,
რა გატირებს?. . . . . .,
ნუ გეშინია სიმარტოვის. . . . . .,
ჯერ ხომ დღეა. . . . . . ადექი მაგ ქვიდან და წამოდი. . . . .,
იარე. . . . . . იარე. . . . . .,
მარტომ გადალახე პრობლემები. . . . . .,
ოღონდ ღიმილით. . . . . . სულ გაღიმებულმა იარე. . . . .,
"ესეც გაივლის". . . . . . .დაგივიწყეს?. . . . . . აცადე და მარტოობა მოგენატრებ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 850 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


მოვალ ჩაგხედავ ლამაზ თვალებში,
და შენს თბილ ხელებს გულში ჩავიკრავ,
მოგეფერები და ჩუმად გეტყვი,
შენს ნახვას სხვასთან ვეღარ ავიტან!

სიყვარული რაგვარია, -,
მეხია და თავზარია,,
სიხარულის გზებით მოდის,,
მწუხარების საგზალი აქვს,,
დღე და ღამე დარდი, შფოთი,,
მიწისძვრა და ზანზარია.

მე დღეს ლექსის მოძღვნა არ შემიძლია,
მოგიძღვნი ამ გულს
მე დღეს სიმღერის მღერა არ შემიძლია
მოგიძღვნი ამ გულს
მაგრამ ამ გულს კი შეუძლია ორად გაიყოს?
განა მას შესწევს ძალა ლექსის მოძღვნის სიმღერის?
არ გაიყოფა ეს გული და ჩემთან დარჩება,
და შენ უგულო ნუღარ ცდილობ ჩემგან მიღებას იმის
რაც მე უკვე აღარ მეკუთვნ

თუ შეგიყვარდა ოდესმე ვინმე
ისე ძალიან მე, რომ მიყვარხარ
ტუ შეგაწუხა უიმისობამ,
როგორც მე ვწუხარ ჩემთან, რომ არ ხარ
და თან მან ისე დაგასაჩუქრა,
როგორც მაჩუქე შენ ცივი გული
მაშინ მიხვდები თუ როგორია
ჩემი შენდამი სიყვარული...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 793 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი!
წვიმავ, - ეს შენ გეხება.
რადგან ზოგი შენი წვეთი
სატრფოს ტუჩებს ეხება.
ეს ტუჩები მე მეკუთვნის,
ვერავის ვერ დავუთმობ.
თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს
ჩემს ტუჩებით გავუთბობ.

გეყო, ცელქო წვიმის წვეთო,
დაიმოკლე ფეხები.
თმები - გინდა დაუსველე,
ტუჩებს ნუ შეეხები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 864 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)

ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვერჩევ
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 827 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)

« 1 2 ... 243 244 245 246 247 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.