Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » მარადიული ღამის ზმანება
3:42 PM
მარადიული ღამის ზმანება

მარადიული ღამის ზმანება,
ნაცნობი სევდით კვლავ ვიბანგები.
სადაც ქაფია ყველა ღვთაება
ზღვის მელოდია, მთვარის ჰანგები.
ფაიფურივით ღრუბლების მსხვრევა,
ქარი ზღაპრული არტემიდეა.
თუმც რა ხანია დრომ გადამტვერა
ზოროასტრის და ზევსის იდეა,
მაინც წააგავს მითს ეს საღამო,
ათასი კერპი იწვის და დნება.
ისევ გაცოცხლდი სულში ადამო!
ცეცხლის სიშიშვლედ და ველურ ვნებად.
როგორც გრძნეული ღამის ზმანება
მეც უკვდავებით დავიბანგები
აქ მარადია ერთი ღვთაება,
ზღვის მელოდია, მთვარის ჰანგები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 754 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.