როდესაც ვრჩები სულ მარტო ღამით თავთან დავიდებ ფურცელს და კალამს რომ ჩავფიქრდები სულ ერთი წამით სხვა საფიქრელი შენს მეტი რა მაქ თითქოს იახტით შევდივარ ზღვაში და შუა ზღვაში ჩავუშვებ ღუზას რაღაც აზრები მომივლის თავში რომელსაც ქვია ლექსების მუზა მეკითხებიან ვისზე წერ ლექსებს ვის მიუძღვენი ლექსების გუდა მე სიყვარულის დავიცავ წესებს რომ საიდუმლოს შენახვა უნდა
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
862
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
***
გაირბენს დრო, ჩაივლის წყლები, საათი დარეკს, და ისიც მოვა. გამიფრინდება ბავშვობის წლები, მოვა ზაფხული და შემოდგომა.
შემოდგომაზე დავხატავ სურათს და მე ეს ტილო გამოთქვამს სახელს, დაველოდები მერე ცივ ზამთარს, და მაინც ბოლო ნახატი მამხელს .
მოვა ზამთარი, გამოიცვლებით, ჩაიძირებით მოგონებებში… ოთახშიჩუმად გარდავიცვლები ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში.
გასვენების დღეს იქნება წვიმა. წვეთები უკვე წუწუნს იწყებენ, მიმაბარებენ თბილისის მიწას და მერე ალბათ… დამივიწყებენ …
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
962
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
10 წამია რაც გაგიცანი 9 წამი არის რაც გავიხარე 8 არის წამი ვიგრძენი ტანი 7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე 6 გავიდა -წამება ექვსი 5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი 4 უაზრო უშენო წამი 3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი 2 წამში ხდება შეტევა გულის 1 წამში სკდება გულის ფიცარი 10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
831
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს, მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია, მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია. მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა, მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს, არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს. მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო, მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი, და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრო
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
837
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
თუკი ერთგულება არ არსებობს, ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს, შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი, და მას ერთგულება ერქვას.
თუკი უკვდავება არ არსებობს, უფალს შევავედრებ შენს თავს, შევქმნათ საოცარი სიყვარული და მას უკვდავება ერქვას.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
793
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
მე
მე ვარ! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები, ნუ
მე-მეები რა! აი გამოჩნდი.. მოკლე კაბა ჩაგიცვამს, ეს ქვედატანის ქვემოთ
დაქაჩვა ვიღამ გასწავლა? მოხვედი და ჩამეხუტე. არ მინდა შენი ჩახუტება,
რატომ მაყენებ 1 საათი აქ პატარა ბიჭივით... ნაყინს რომ ვყიდულობთ ნუ
მეუბნები ერთიც გვეყოფაო და მერე "შემთხვევით" მეორე ნაყინი ხელიდან
მივარდება ... თვალებზე რა გისვია? რა პატარა გოგოსავით იპრანჭები!
წამწამები აგიპრეხია ... არა რა სასაცილო ხარ! მაღალ ქუსლებზე შემდგარხარ
და ნიავის ერთი წამობერვაც, რომ უკვე წაიქცევი, ალბათ მთელი ღამე სწავლობდი
სიარულს ... რატომ შემომაჭდე ხელები კისერზე? რა პატარა გოგოსავით იქცევი!
ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები და ნუ მე-მეები
რა!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
780
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
კალამს ავიღებ და მონატრებას ცაზე ღრუბლებქვეშ ნისლად დავქარგავ გეტყვი ლამაზო მე შენზე ფიქრებს ვეღარასოდეს ვეღარ დავკარგავ მე შენს სიყვარულს ვნებად გავფანტავ და ჩემს მკლავებში სიკვდილს გავფატრავ მე უკვდავებას შენში ვეძებდი და მოკვდავ სიკვდილს შენში დავმარხავ მოვალ და ბაგეს ბაგით დავნამავ შენს მკერდზე ვნებას სისხლით დავხატავ შემდეგ წავალ და სხვას ვინახულებ იმედი მაქვს რომ აღარ დამძრახავ.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
809
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
| |