Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

ტაძარში შევალ,დავიჩოქებ,სანთელს ავანთებ,
წმინდა სიყვარულს შევავედრებ ... მარიამს!
შენთვის ვილოცებ,ჩემი ლოცვით სასომიხდილი,
აღელვებული გავუყვები ქუჩებს ღამიანს!

სანთელს ავანთებ ხავსმოდებულ ხატის კედელზე,
აქაც ვილოცებ ჩუმი ოხვრით,ჩუმი ვედრებით,
შენთვის ვილოცებ ამ ხატთანაც,ჩემო სიცოცხლე!
ბედნიერებას შენსას შევთხოვ ზეცას ხელებით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1067 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (0)


მე ეხლა ვჯავრობ რომ ეს გავბედე
ეს ჩემი გრძნობა შენსკენ მოვმართე..........
მაშინ მეგონა იყავი ჩემი
მაგრამ პასუხმა შენი ბაგიდან
მე დამიტოვა სულშჰი ნადები
თურმე ეს გრძნობა ჩემი შენდამი
ზღვაში ყოფილა პატარა წვეთი
წვეთი რომელიც არაპერს ითხოვს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 773 | დაამატა: LagaZza | თარიღი: 2010-12-30 | კომენტარი (2)


დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა
ხატების სევდას,ფრესკების სევდას,
რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
ასე მგონი თუ ინებეს შენმა თვალებმა
ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს აგინთებს ახალს
მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად
მაგრამ დაჩოქილს შენს წინაშე ვერასდროს მნახავ.
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა
მხოლოდ ვიცი რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა
დღესაც არ ვიცი ფერი შენი უძირო თვალთა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 885 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


დახუჭე თვალები და ოცნებები აანთე შენი
წარმოიდგინე რეალობად ეს ჩვები გზები
ვარდისფურცლებით მოფენილი სამყარო გველის
ხელი ჩამკიდე სიყვარული ჩვენ გულებს ეტრფის
თვალები დახუჭე გაყინულ ტუჩებს აჩუქე სითბო
უშენობით ხომ ჩემი თვალეები ცრემლის ღვრას უხმობს
ჩუმად იყავი,ყური დაუგდე გულების ძგერას
მათი სიმღერა სიყვარულით აღავსებს ყველას
ნაზი პეპელა დაფარფატებს ვარდის ფურცლებში
და ის სინაზე შენ სხეულსაც ეალერსება
თვალებს ნუ ახელ თორემ სამყაროს
რეალობის სხივები ეთამაშება
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1153 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
იყავი მხოლოდ ადამიანი.

ისევ თვალები და ცისკენ მზერა,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
იყავი კარგი, ხარ გაიძვერა
და შენში მოკვდა დამიანი.

მივდივარ, მიმაქვს ფიქრი ასეთი,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
მე შენ სრულიად არ მაფასებდი
და შენში გაჰქრა ადამიანი.

ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
იყავი მხოლოდ ადამიანი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 818 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
მენდე, ეს ჩემთვის არაფერია,
მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს,
გასაკვირი აქ არაფერია.
შენით მე გავხდი ბევრად უფროსი,
შენ კი ისევე ბავშვად იქეცი,
როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე
და სამუდამოდ შენად ვიქეცი.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
და სიყვარული მართლაც წრფელია,
მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი,
მერწმუნე წლები არაფერია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 732 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (0)


ჩემი სახლია კუბო წყეული,
ვიცი, ვიქნები მარად წყეული,
ჩემთვის უცხოა ვნება და შიში,
მტაცებელია ჩემს ველურ სისხლში...
"ღამეა" ჩემთვის ხანა რჩეული,
მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული,
წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა,
მჩვევია სისხლით ეშვების მოსვრა...
აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით,
როცა დავცურავ მე მსხვერპლთა სისხლში...
სუფთა გოდება, ცრემლი დაღვრილი,
ღამის ზმანება არის ნამდვილი...
ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი,
გამოგიტყდებით, მე ვარ ვამპირი!!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1063 | დაამატა: admin | თარიღი: 2010-12-29 | კომენტარი (1)

« 1 2 ... 242 243 244 245 246 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.