როგორ მინდა, მინდა, მი... ბაგე მარწყვი, მარწყვი, მა... გაგონება შენი ხმის, შენი ნაღვლიანი ხმა.
ისევ ძველი, ძველი, ძვე... ისევ თბილი, თბილი, თბი... მკრთალი ოქტომბერის თვე, და სიმღერა,შენ რომ თქვი.
ისევ ზევით, ზევით, ზე... ისევ დიდი, დიდი, დი.... ლურჯი, ლურჯი, ლურჯი მზე, მკერდიდან რომ სისხლი დის....
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
942
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
ვწევარ და ვუსმენ. ქარია გარეთ. მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ:გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარიკედელზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.სად გაქრა შენი ფერკმთალი სახე,სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის,ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ,აუხდენელი სიზმრები ჩვენი.ახლა მჭირდები... შენ არც კი იცი,შენ ვერც იფიქრებ, როგორ მჭირდები...შეეძლო მარტო შენს ბავშვურ სიცილს გაევსო სახლი მზით და ჩიტებით.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
791
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
სულ მენატრები, მაშინაც კი, როცა ვართ ერთად და ჩემს გარშემო და ჩემს გვერდით შენა ხარ მარტო... მუდამ და ყველგან - ძილშიც, ცხადშიც, უშენოდ, შენთან - სულ განუწყვეტლივ მენატრები და შენზე ვდარდობ.
სულ მენატრები, ერთი წუთით არა მაქვს მოცლა, დაგეძებ, როგორც ძაღლი ეძებს დაკარგულ პატრონს, და მე არ ვიცი, რა დავარქვა ამ გრძნობას, როცა ჩემში ხარ გულის ფეთქვას
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
805
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
ახლა, ისე მინდა მოგეფერო, როგორც არავის და არასოდეს. ღამე ნაფაზებად გავისერო, აღარც გათენების მეშინოდეს... სუნთქვა - ნაწნავებად გადაშლილი მკლავზე მონატრებად გავიფინო, ჩურჩულშეპარული მდუმარება ჩუმად გაგანდო და … გაგიცინო, მერე, გადაღლილი სინანული -
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
820
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
მივყვები ატმების ვარდისფერ ხეივანს, აპრილი მეხვევა მხრებზე... თუ მომკლავთ, ჯურღმულში ნუ მომკლავთ, გეთაყვა, ატმებთან მომკალით მზეზე! მოვედი ამ ქვეყნად ირმების მეგობრად, ვიცხოვრე,ვეწამე,ვთესე... თუ მომკლავთ, სხვის კარზე ნუ მომკლავთ,გეთაყვა, მომკალით მამულის მკერდზე! ღმერთმა დამანათლა საღვთო სიყვარული, ხმალი მამულისთვის ვლესე! ნუ მომკლავთ, უბრალოდ ნუ მომკლავთ,გეთაყვა, თუ მომკლავთ-დიდგორის ველზე!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
798
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
ახლა ღამეა და დღე შუა ძილშია ახლა. წვიმაში ვდგავარ... აბეზარ ფიქრებს ერთმანეთს ვახლი! გადაიტალღა თმაგაშლილი ქარების გავამ, ვდგავარ წვიმაში... დასველებულს მაინც არ ვგავარ! სახეს გამიპობს თუ გავუპობ პირიქით სახეს აცახცახებულ ქარს,ღამეს რომ ნაზ კაბას ახევს! ყოველი თითქოს გარიჯრაჯის სიწითლეს ელის... ფიქრი დამიძრწის, როგორც ტყეში-მშიერი მგელი! ახლა ღამეა. და დღე შუა ძილშია ახლა. წვიმა მცემს მხარზე... სევდამ სულში დაიდო სახლი!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
851
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
- სიზმრად ვნახე თეთრი გედი... ნეტავ, დედა, რაო? სანთლები და მგალობლები... ნეტავ, დედა, რაო? დედი, დედი, თეთრი გედი სულ მე მედარაო, ფრთას მიქნევდა... და მღეროდა... ნეტავ, დედა, რაო? - თეთრი გედი მღეროდაო? ვაჰ, შენს დედასო!... შენს სიმღერით მომიკვდები... ვაჰ, შენს დედასაო! - ვითომ ჩემი თეთრი კაბა ტალღებს ეფარაო, შავს მიჰქონდა მდინარესა... ნეტავ, დედა, რაო? - თეთრი კაბა წყალს მიჰქონდა? ვაჰ, შენს დედასაო? შვილო, შავეთს გათხოვდები... ვაჰ, შენს დედასაო! - მიწასხარი ჩაღმუოდა... ნეტავ, დედა, რაო? - შვილო, მამაშენი არი... ვაჰ, შენს დედასაო! - ეგრე მწარედ რომ ყმუიან, ნეტავ, დედა, რაო? - ეს ალგეთის ლეკვებია, ვაჰ, მათ დედასაო! - ვითომ ყვავილები წვიმდა... ნეტავ, დედა, რაო? - საქართველო ატირდება... ვაჰ, შენს დედასაო!...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1051
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
| |