4:30 PM აღსარება | |
ახლა, ისე მინდა მოგეფერო, როგორც არავის და არასოდეს. ღამე ნაფაზებად გავისერო, აღარც გათენების მეშინოდეს...
სუნთქვა - ნაწნავებად გადაშლილი მკლავზე მონატრებად გავიფინო, ჩურჩულშეპარული მდუმარება ჩუმად გაგანდო და … გაგიცინო, მერე, გადაღლილი სინანული - სიტყვაშეუმშრალი ფოთოლცვენა, აპრილს შევატოვო ბალახებში - უკვე დავიწყებულ მოგონებად. მერე, ისევ ისე მოგეფერო, როგორც, არავინ და არასოდეს. დილაც - შეიშალოს თუნდაც აწი, ისევ - მეორე დღის საღამომდე... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |