ხვალ ვიქნები? არ მაქვს ამის გარანტია.საკუთარი სხეულიც არ მაბადია,მიწის არის, სული ზეცის, მარადია.სიყვარული უდიდესი ტალანტია.ბილწმა ღამემ ჩემთან ერთად გაათია,უკუნია,ცაზე მთვარეც არ ანთია,ყოველი დღე,დარდით სავსე კალათია,შენზე ფიქრის ოცდაოთხი საათია.ხვალ ვიქნები?მინდა მქონდეს გარანტია.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
848
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
ნუთუ ყველაფერი დამავიწყდება და ეს დღეები გამახსენდება როგორც სიზმარი ჩემი ბავშვობის...
ნუთუ ყველაფერი დამავიწყდება და შენი ნანა გამახსენდება მხოლოდ ჰანგებით ჩიტის გალობის...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
860
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
თეთრად შეღებილ ჩარჩოს ფანჯრისას გულზე შეუკრავს რკინის საკინძე... ქუჩაში ვიღაც მიდის და მოდის და მათთან ერთად ვითვლი ნაბიჯებს. ქარია დღესაც, ალვის კენწეროს მოვნატრებივარ, აწყდება სარკმელს... ეს ძილი მაინც სად დაიკარგა?! არ ვიდარდებდი ასე და ამდენს!!! დარდებს... აკრეფილს არა სურვილით გზა ვერ ვუპოვე ჩემგან წავიდეს... ჯერ ასე სუსტმა... მე არ ვიცი და აბა მითხარი შენ რა დაგპირდე? ოცნებას ფერი ხასხასით აკრავს ნაწერს შეუკრავს შენთვის საკინძე... ვიცოცხლებ შენთვის! - შენს თავს ვფიცავარ! გიყვარდე მხოლოდ! - ჩემს თავს გაფიცებ!
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
932
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
ნუ წახვალ იცოდე ვიტირებცრემლები დამისველებს წამწამებს.ნუ წახვალ იცოდე ვიყვირებჩემი ხმა გაგაღვიძებს ამ ღამესნუ წახვალ იცოდე დავიღლები და მე ჩემს გრძნობებში ავინთებინუ წახვალ იცოდე გავიქცევიდა ფრთებით ზეცაში ავფრინდები.ნუ წახვალ იცოდე გავფრინდები და ლამაზ ღრუბლებში გავიბნევი.ნუ წახვალ, ფრენითაც დავიღლები და ისევ მზის სხივთან გავიქცევი.ნუ წახვალ იცოდე დავეშვები და მერე ოცნებებს გავექცევი.ნუ წახვალ იცოდე ავტირდებიდა მერე ტკივილით გავგიჟდები...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
843
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
ვინ შემიბრალებს უცხო მიწაზებეღურასავით მცივანს და ამტანს,მე გულს ავყევი და ახლა სიტყვებსშენს მშრალ კალთაზე ხმაურით ვფანტავდა თრთის კედლები, რომელშიც ასემოჩვენებითი სიმშვიდით ვცხოვრობდა მხოლოდ შენი სიცილი მავსებსამ გადაღლილი საღამოს ბოლოს..
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1049
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
შენ უნდა ცისფერ ღრუბლებში იწვე უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ რომ ჩავახედო შენს ლამაზ სულში
შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი გიფრიალებდეს ნისლიდფერ მერდინს გაიღოს უცებ სამოთხის კარი მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი
რა სჯობს სიმღერა თუ წყვილი ცრემლი სად სჯობს მიწაზე თუ მიწის გარეთ მზე მზეზე უფრო დიდი და ცხელი მთვარე მთვარეზეც ლამაზი მთვარე
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
954
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
|
მე გამაცილებს შენზე ოცნება მე გამაცილებს ჩადრების რიგი მე ერთს დავეძებ სველი თვალებით მაგრამ წავიდა აღარ ჩანს იგი.
მე გამაცილებს მხოლოდ ცრემლები მხოლოდ ცაცხვები ფოთოლშრიალა მე გამაცილებს ფართო შარა გზა და ის ძვირფასი თვალები არა.
მე შემიყვარებს სულ სხვისი გული და სულ სხვა ბიჭი თვალებ ბრიალა. სხვა გაათენებს ჩემზე ღამეებს და ის ძვირფასი თვალები არა.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
813
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2010-12-30
|
| |