Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2010 » დეკემბერი » 30 » ახლა ღამეა
4:29 PM
ახლა ღამეა



ახლა ღამეა
და დღე შუა ძილშია ახლა.
წვიმაში ვდგავარ...
აბეზარ ფიქრებს ერთმანეთს ვახლი!
გადაიტალღა
თმაგაშლილი ქარების გავამ,
ვდგავარ წვიმაში...
დასველებულს მაინც არ ვგავარ!
სახეს გამიპობს
თუ გავუპობ პირიქით სახეს
აცახცახებულ
ქარს,ღამეს რომ ნაზ კაბას ახევს!
ყოველი თითქოს
გარიჯრაჯის სიწითლეს ელის...
ფიქრი დამიძრწის,
როგორც ტყეში-მშიერი მგელი!
ახლა ღამეა.
და დღე შუა ძილშია ახლა.
წვიმა მცემს მხარზე...
სევდამ სულში დაიდო სახლი!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 803 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.