Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

მიწამ გაშალა ყვავილთა სუფრა,

ცამ იისფერი შესვა ფიალა,
მარტის სილაღემ გული სიცოცხლით
ბეღურასავით შეაფრთხიალა.
ანარცისებულ დღეების კონებს
დასტრიალებენ თავზე ფუტკრებად
მათი სურნელით მთვრალი სხივები,
თან სიყვარულით გული უკვდებათ.
გული უკვდებათ,მაგრამ ამ გრძნობით
უორმაგდებათ ძალა ნათების.
ორმაგად სძლიეს ზამთრის სიცივეს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 777 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-01 | კომენტარი (0)

 
გემუდარებით,ნუ დადებთ ყურმილს,
ძლივს მივაკვლიე მისამართს თქვენსას,
ნუ ახსნით ცუდად პოეტის სურვილს,
რომელსაც ისევ უყვარხართ დღესაც.
იცოდეს ღმერთმა, მსურს საუბარი
შვილების დედას რას გკადრებთ აბა?!
მე დღესაც მახსოვს თქვენი უბანი,
გაშლილი თმები და ჩითის კაბა!
ძნელია ახლა დაბრუნდეს ისევ
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1275 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-01 | კომენტარი (0)


მარტოობაში და მოლოდინში
გაფრინდა შენი ცხოვრება დედა
და ახლა,თუმცა დამაგვიანდა,
დიდ სინანულზე ფიქრს მაინც ვბედავ!
ახლა ჩემს თვალებს ასველებს ცრემლი,
ცრემლი,რომელიც შენ გულს გატკენდა,
მე მენატრება შენი ალერსი,
სითბო,რომელიც გულით დაგქონდა!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1200 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-27 | კომენტარი (0)


დღეს ოთხი წლის გახდი და (ბედნიერი ხარ)

ო, როგორ გიყვარს თებერვალი,
დღეს შენი დაბადების დღეა და
მზეც კი შენსკენაა მომავალი...

დაქალდი, გაიზარდე უკვე...
თმებიც დალალებად დაიყარე,
გარემოც აციმციმდა მოლოცვებით
დაბადების დღე მოგილოცა ყველა მხარემ.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 818 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-27 | კომენტარი (0)


თვალებს დავხუჭავ, მაგრამ ძილი აღარ მეკარება,

ფიქრით შენთან ვარ, შენი სახე თვალთ მეხატება,
გარეთ ქარი ქრის, სევდიანად ღამე ილევა,
ისევ არ მძინავს, შენთან ყოფნა ისევ მინდება.

მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ,
მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ,
ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი,
შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 801 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-27 | კომენტარი (0)


...უცებ დამთავრდა...
...უცებ წავიდა...
ღიმილი სევდის ნიღბად ვიფარე;
და გამოვედი ისევ ღამიდან,
თითქოს სიზმრიდან გამოვიპარე-
ვნება, ჩამდგარი სხეულში ჟრჟოლად,
გადავაბრალე ქარს და სიცივეს,-
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 737 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-27 | კომენტარი (0)


ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არა და არ გაგეცინოს.
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.

ხომ შეიძლება მომავლის ნაცვლად
გარდასულ დღეთა ფიქრზე იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ,
დათვრე და დარდი ამოიმღერო.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 929 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-27 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 172 173 174 175 176 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.