5:53 PM უცებ დამთავრდა... | |
...უცებ დამთავრდა... ...უცებ წავიდა... ღიმილი სევდის ნიღბად ვიფარე; და გამოვედი ისევ ღამიდან, თითქოს სიზმრიდან გამოვიპარე- ვნება, ჩამდგარი სხეულში ჟრჟოლად, გადავაბრალე ქარს და სიცივეს,- -დავბრუნდებიო... კვლავ მომეფერე, დამაიმედე და გამიცინე. მე დიდხანს ჩუმად ეჭვით გიყურე, გულდაწყვეტილმა გითხარ- მშვიდობით... და როცა ჩქარი ნაბიჯით გამცდი, მივხვდი, არასდროს არ მოხვიდოდი... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |