Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » 27 თებერვალი
6:02 PM
27 თებერვალი

დღეს ოთხი წლის გახდი და (ბედნიერი ხარ)
ო, როგორ გიყვარს თებერვალი,
დღეს შენი დაბადების დღეა და
მზეც კი შენსკენაა მომავალი...

დაქალდი, გაიზარდე უკვე...
თმებიც დალალებად დაიყარე,
გარემოც აციმციმდა მოლოცვებით
დაბადების დღე მოგილოცა ყველა მხარემ.

უკვე ოთხი წლის ხარ კალენდარით,
მაგრამ ბავშვობა არ გემჩნევა
წლებსაც არ გიმატებს წელიწადი
ო, რა უცნაური თვეა...

დღეს ოცდარვაა, ხვალ პირველი
შენ კი ოთხი წლის გახდი,
გასაკვირია ხალხმა რომ გაიგოს
ოთხი წლის ბავშვს, (რომ) ვეტრფი...

მაგრამ რას ვიზამთ, არ გეტყობა,
მე თვრამეტის ვარ, „შენც ეგრე"
ჰოდა, მთავარია გვიყვარს ერთმანეთი
კალენდარს?! კალენდარს ეშველება რამე!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 779 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.