Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

და იმღამითვე მაგ ქართა ქროლვას,
მე მივყვებოდი როგორც ფოთოლი,
ყურს მივუგდებდი მნათობთა როკვას,
მეპარებოდა სული ობოლი

მიმაქროლებდა ქარი ნარნარა,
მრისხანე, კაეშნიანი,
წყალივით ქარი ანკარა,
ნაზი და ალერსიანი
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1047 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-01 | კომენტარი (0)


ყველაფერი გაქრა, როგორც მოჩვენება ღამის...
შორით მოჩანს თეთრი სივრცე და წარსულში მიხმობს
ეს, ძვირფასო, ტყუილია, არ დამტოვებს დარდი
ჩემი სულის მიტოვებას სიკვდილიც არ ფიქრობს...
მე ხომ უკვე გამოვცადე მოლოდინი ტრფობის
ვეღარ მოვალ ვერასოდეს, თუნდაც დამელოდო
ხარბად შევსვი საწამლავი, წყურვილისთვის მგონი
თუ გსურს მზად ვარ გისაჩუქრო, ჩემში რაც კი მოგწონს...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 873 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-01 | კომენტარი (0)


დღეს ვარ ხასიათზე უფრო ალერგიულ,
თურმე კომაა და თქვეს რომ აბსანსია,
ჩემკენ - თითო ჭიქა, მათკენ - ბარბეკიუ,
მთელი ეს ცხოვრება ერთი ნაფაზია
მხოლოდ, როგორც უნდათ ისე დაითვალონ,
ცაზე ღრუბელია სუსტი, ბარეჟივით,
უკვე ვეღარ შველის ტკივილს ბარბიტალი,
ისე მაგრადაა სული დაჟეჟილი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 853 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-01 | კომენტარი (0)


მოგნატრებიათ ? ვინმე ან რამე ისე ძლიერად
და მონატრების ცრემლებით სავსე შეგისვავთ თასი?
მე განმიცდია მონატრება მთელი არსებით
ალბად გამიგეთ მონატრების ვინც ივის ფასი!


მოგნატრებიათ? მშვიდ საღამოს ზეცის ყურება
ვარსკვლავებს შორის დაკიდული ნახევარ მთვარე
მე განმიცდია მონატრება სიმშვენიერის
და მიტირია მონატრებით აღვსილსა მწარედ
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 975 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-01 | კომენტარი (0)


ცხოვრებისაგან წყალწაღებული

მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!


დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 993 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-01 | კომენტარი (0)


უპირველესად ქალი დედაა,

ქალი დედა,ღვთისა მშობელი
შემდეგ ის არის ედემის ვარდი
თავაწეული დაუჭკნობელი,
ქალი ბუნების სილამაზეა
დარში, ავდარში დაუჩოქელი
ის სიყვარულში გიჟი მარტია
და ყველა კაცის გულის მპყრობელი
ზოგჯერ წვიმაა,ზოგჯერ ქარია
სეტყვა,თოვლი და ქარიშხალია
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1274 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-01 | კომენტარი (0)


მიბინდული ღამე..

მიბინდული მთვარე..
მიბინდული სული
გზიდან გადასული..
შეცოდების წამი..
სიყვარულის ხამი
ვისთვის არაფერი,
ვისთვის საოცარი..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1009 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-01 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 171 172 173 174 175 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.