Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 1 » გემუდარებით,ნუ დადებთ ყურმილს
5:09 PM
გემუდარებით,ნუ დადებთ ყურმილს

გემუდარებით,ნუ დადებთ ყურმილს,
ძლივს მივაკვლიე მისამართს თქვენსას,
ნუ ახსნით ცუდად პოეტის სურვილს,
რომელსაც ისევ უყვარხართ დღესაც.
იცოდეს ღმერთმა, მსურს საუბარი
შვილების დედას რას გკადრებთ აბა?!
მე დღესაც მახსოვს თქვენი უბანი,
გაშლილი თმები და ჩითის კაბა!
ძნელია ახლა დაბრუნდეს ისევ
აპრილის სუნთქვა,იების ფერი
გამწირეთ, რისთვის?დავეძებ მიზეზს
და სიყმაწვილე შორიდან მღერის
ო, ქალბატონო! გეძებეთ დიდხანს
გახსოვთ? მჯეროდა მუდამ იმ ხატის,
მთელი ცხოვრება მაწვალებს კითხვა
მართლა გიყვარდით, თუ არ გიყვარდით.
გათავდა, მორჩა, დამთავრდა ამით
ჩვენი შეხვედრის ბოლო აკორდი.
არ გაგიკვირდათ აპრილის ღამეს
ოცი წლის შემდეგ რომ მომაგონდით?
ახლა კი დასდეთ თქვენი ყურმილი,
რომ ერთმანეთი სახტად დავტოვოთ
მე მესმის ფასი თქვენი დუმილის
და პატიებას გთხოვთ, ქალბატონო !
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1221 | დაამატა: admin | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.