Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » თებერვალი » 27 » ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს...
5:50 PM
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს...

ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არა და არ გაგეცინოს.
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ბალიშზე მაინც არ დაგეძინოს.

ხომ შეიძლება მომავლის ნაცვლად
გარდასულ დღეთა ფიქრზე იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ,
დათვრე და დარდი ამოიმღერო.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს,

და ენძელებიც იქცნენ იებად
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ
ეს ყველაპერი ხომ შეიძლება.
ხომ შეიძლება ლოცვას უსმენდე
და გულმა მაინც წყევლა ისურვოს,

ხომ შეიძლება სძულდე ვიგაცას
შენ კი ვერა და ვერ შეიძულო.
ჟამი-ჟამ მასთან ფიქრებსაც გაჰყვე,
მასთან შეხვედრით ცრემლები ღვარო,

ასე ხომ ხდება?- უყვარდე ვინმეს,
შენ კი ვერა და ვერ შეიყვარო.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 878 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.