Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

გესმის? - გაწვიმდა.

ხედავ? - გაწვიმდა.
მე მიყვარს წვიმა,
წვიმა და ფიქრი.
წვიმა და ფიქრი ჰგვანან ერთმანეთს.
წვიმა მოვიდა,
წვიმამ მომისწრო,
წვიმას წავყვები,
წვიმის წილი ვარ,
წვიმით ავივსე,
წვიმად ვიქცევი,
წვიმავ, როდემდის ვიქნები ასე?
წვიმა კი მოდის,
ხმამაღლა მოდის
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1102 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-27 | კომენტარი (0)


რა იდუმალი ხარ!_

მარტივად ამბობ და...
მარტო ქარისცემა არღვევს იდილიას,
პალმის სიმწვანეზე წყლის გუნდა დაგორდა,
(რამდენი ხანია, აღარ მიტირია).
და მშვიდად გიყვები უძილო სიზმრებზე,
უსიზმრო ღამეებს ფიქრად რომ სდიოდა,
(ამ დროს სინანულიც ყოფილა მიზერი)
ირიბად მივყვებით მძივს სანაპიროთა.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 922 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-27 | კომენტარი (0)


მე პაემანს დაგინიშნავ...

არ ვიცი როდის...
აშრიალებულ ვერხვის ხესთან დაგიწყებ ლოდინს,
მაშინ მეცმევა უთეთრესი კაბა დედოფლის
და ალბათ გზაში, ალბათ გზაში საშინლად მოწვიმს.
დავიგვიანებ, მოწიწებით მოგიხდი ბოდიშს,
არ მაპატიებ, ვიცი გული გექნება ლოდის,
მთვარეულივით მახსენდება სიტყვები დედის
ოცნებაშიც კი არა აქვსო ლამაზ ქალს ბედი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 812 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-27 | კომენტარი (0)


გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,

დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა
რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა
სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა
შენ კი უცოდველი – მკვლელად მესახები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 807 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-26 | კომენტარი (0)


თეთრ მიხაკებს ვიკრავ გულში

მომაცილებს თეთრი რაში,
ცხრამეტი წლის გავხდი გუშინ,
გუშინ გავხდი...ოცნებაში.
მე ასეთი ბედნიერი
თუ ვიქნები ნეტავ ოდეს,
-ველ-მინდვრებო!ვამბობ ღელვით-
გვირილები მომაწოდეთ..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1041 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-26 | კომენტარი (0)


თვალი დახუჭა ქალმა და მოკვდა.


ცივ ბუდეებში
სამუდამოდ დააბინადრა
თვალები - როგორც ლაყე კვერცხები -
ვერანაირი მზის ქათამი ვეღარ გამოჩეკს -
სიხარულის თბილ - თბილ
წიწილებს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 932 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-26 | კომენტარი (0)


ახლახანს გათენდა... ღრუბელთა მანტია

ამღვრეულ თვალებში იჭრება კარტივით...
მე ისევ მარტო ვარ... ირგვლივ კი მარტია -
უბრალოდ რთული და ძალიან მარტივი
.
ღმერთი ხარ? - მაშინ მე ურწმუნო თომა ვარ -
ვნახოთ ვინ გაიტანს და ვისი აჯობებს...
უკვე წარსულივით ვიგონებ მომავალს,
არმოსულ გაზაფხულს თვალებით ვაბოდებ
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1501 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-02-26 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 174 175 176 177 178 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.