Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

რიცხვები ირგვლივ გამრავლდნენ ბევრად

ბრმა მნიშვნელობებს მეტად იძენენ,
ჩვენც გვაბრმავებენ მეტად და უფრო
სანთლით ერთები თუ მოიძებნენ.
მეტანიების,ლოცვის,პირჯვარის
რაოდენობას რამე აზრი აქვს?
თუ მათგან ერთიც ვერ ირწმუნე და
თუკი ვერცერთი გულთან ვერ მიგაქვს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 969 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-02 | კომენტარი (0)


თეთრ მიხაკებს ვიკრავ გულში

მომაცილებს თეთრი რაში,
ცხრამეტი წლის გავხდი გუშინ,
გუშინ გავხდი...ოცნებაში.
მე ასეთი ბედნიერი
თუ ვიქნები ნეტავ ოდეს,
-ველ-მინდვრებო!ვამბობ ღელვით-
გვირილები მომაწოდეთ..
გვირგვინს მთები დაგიწნავსო-
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 989 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-02 | კომენტარი (0)


იქნებ იმ წუთას მოგეჩვენა ზურგს უკან ფრთები
და ცად გაჰყევი ანგელოსებს შენივე ნებით?
თუ მიმზიდველი ეგ ცხოვრება ლეგენდად იქცა, –
მიზიდულობა წესია და კანონი ბრძნული
და რაკი სრულად ეკუთვნოდა ცასა და მიწას,
მიწამ სხეული მიიხიდა და ზეცამ სული.

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 911 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-02 | კომენტარი (0)


მე მინდა, შენს ლანდს ეს ლექსი ვუთხრა,
უბრალოდ ვუთხრა, როგორც სუფრაზე
ყველას გვაქვს ჩვენი პატარა კუთხე,
სადაც ჩვენვე ვართ ჩვენი უფროსი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 816 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-02 | კომენტარი (0)



მე დავბრუნდი,მაგრამ ვფიქრობ ეს იქნება ძალიან არალიტერატურული დაბრუნება,რადგან
არც ლიტერატურული სიახლეების და არც წიგნების შესახებ შემიძლია გესაუბროთ.
უბრალოდ ვხვდები რომ ჩემი ბლოგი ,,საშინელ დღეშია''(ასე მითხრა პირად საუბარში მეზობელმა ბლოგერმა,რაშიც მინდა დავეთანხმო) და უსიცოცხლოდ გამოიყურება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 840 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-02 | კომენტარი (0)


გაზაფხულია,წვიმის წვეთები
ქუჩაში ლამაზ ფერხულს უვლიან,
წკაპუნი გააქვთ ფანჯრის მინაზე
და მოგონებებს ფერებს უცვლიან.
ვიხსენებ იმ დროს, როცა გიყვარდი,
მოხვიდოდი და მზესავით მწვავდი,
შემდეგ კი წვიმას დაუმეგობრდი,
შემდეგ თავადაც შავ ღრუბელს ჰგავდი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1263 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-02 | კომენტარი (0)


მე და შენ ვეღარ გავექცევით უფლის განაჩენს, 
ჩვენი ცხოვრება მუდამ იყო ცრემლებით სავსე. 
რადგან გაგვწირა გამჩენელმა სიყვარულისთვის 
დე ყველაფერი,ყველაფერი აღსრულდეს ასე. 

იმდენი არც კი მიმღერია,რაც მიტირია, 
მაგრამ არასდროს მიჩივლია საკუთარ ბედზე, 
არც მაშინ,როცა ყველაფერი მიჰქონდა ნიავს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 861 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-02 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 166 167 168 169 170 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.