ოჰ, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,
ისიც, რომელიც თითქოს ქვეყნად არ არის მარტო,
სამგლოვიარო რიტუალმა გადაიარა
და შენ იკავებ შენთვის მკაცრად მოზომილ ფართობს.
ყველაზე ერთგულს და ყველაზე უფრო ახლობელს
გაჰყვება შენი ნიღაბივით ჩამქრალი სახე,
და ახსოვს, რადგან სახე მუდამ უნდა ახსოვდეს
გარდაცვლილისაც — ნაკვთებში რომ იგროვებს ნაღველს...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
724
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-13
|
|
ცა ლურჯი, ლურჯი...ზღვა
ლურჯი, ლურჯი...თითქოს ოცნებამ ვეება ფუნჯითლურჯად შეღება ზღვაცა
და ზეცაც.ამ სილურჯეში იძირება თითქოს თვით მზეცა,მზე ოქროსფერი.და
ვერ გავიგე,ზღვაა ცისფერი თუ ცა _ ზღვისფერი...მზე გეფერება თუ
სუნთქვა ზღვისა.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1296
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-13
|
|
იყო ფიქრების ვალსი,
იდგა რკალები წყალზე,
არ ასვენებდა ღამეს
ფიქრი ერთ ლამაზ ქალზე.
თვალს არ ეკიდა ძილი,
მზეთა ვიყავით შვილი
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
809
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-13
|
|
- კიდევ გიყვარვარ? - მეკითხები
უკვე მეორედ...
- მიყვარხარ, დიახ, უფრო მეტად, ისევ, ძლიერად... მაგრამ
ამას გთხოვ, რომ მაგ სიტყვას ნუ იმეორებ, ცუდი სიტყვაა, როგორც
"დარდი", როგორც "იარა"...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
925
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-12
|
|
სადღაც თოვლია.... სადღაც
ქარია... სადღაც ღრიალებს ტალღა....
არაფერია.... ეს
სიზმარია.... შენ გაიღვიძებ ახლა....
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
882
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-12
|
|
ხანდახან გინდა განმარტოვდე,წახვიდე
შორს,გაექცე ქვეყნის სამართალს, ჭორს,იყო და იფიქრო, რაზედაც
გინდა,ან არ იფიქრო საერთოდ სულ, _იჯდე ხის კუნძზე და მზესუმზირადაქუცმაცებდე
უბრალოდ დროს...ხანდახან გინდა განმარტოვდე,წახვიდე შორს.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
887
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-12
|
|
ჯერ ბავშვები ხართ რა იცით რამე ჯერ
თქვენ ვერ ამჩნევთ დღეა თუ ღამე ჯერ ბავშვი ხარ მაგრამ პოეტს უყვარხარ
და დავიჯერო ვერაფერს ამჩნევ? რა არის სიყვარული ამას აგიხსნი ჯერ
ჩვილი ხარ და ეგეც არ იცი,თუ გინდა ისწავლე დიდხანს დაგიცდი
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1591
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-12
|
| |