მენატრება შენი სახე, ამ დილითაც სიზმრად გნახე. ისევ მათბობს შენი ფერი, არ მამშვიდებს არაფერი. აღარ მშველის ლექსის წერა, ზურგით მიდგას ბედისწერა. დამავიწყდა უკვე ლოცვა, მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა. თავში დამსდევს ერთი აზრი, ვერ გავუგე შინაარსი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
689
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი,იგი, რომელიც ცხოვრებაში გვერდით დაგვყვება ალიონიდან დაისამდე, ძილგატეხილი, შეუსმენელი, როგორც ძველი მონანიება, ან მავნე ჩვევა, უაზრო და უნიადაგო. თვალები შენი იქნებიან უსიტყვო სიტყვა, ძახილი ჩუმი, დადუმება, ამაოება.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
777
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
დაწყება არის ყოველთვის ძნელი, თორემ ცხოვრება სხვის მოსაგონად, ერთხელ გაირბენს ყოფიერების შავ-თეთრ ეკრანზე მოძრავ სტრიქონად. განცხადებები იქნება ბევრი, აზრთა სხვაობაც მუდამ იქნება, ზოგს მოვიწონებთ,გულში ჩავისვამთ, ზოგი კი ნაცრად გარდაიქმნება. რამოდენიმე თუ შემორჩება
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
717
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
მოჰკლეს პოეტი! _ ჭეშმარიტი მონა ღირსების!.. ცილისწამების სდაგეს სახმილით... წაჰყვა წყურვილი მიუზღველი შურისძიების, და ტყვია, ამაყ გულში დახლილი… ვერ აიტანა, ვერ იგუა პოეტის სულმა წვრილმანი, ბილწი მიეთ-მოეთი, და უგუნურთა უგულობას შეება უმალ, მარტოდ შეება, როგორც ყოველთვის...…
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1053
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
ბედნიერების მოლოდინში გავა ეს ღამეც და დაიწყება მოგონების ვრცელი სიზმარი, შენი გრძნობების მოლოდინში დავხუჭავ თვალებს და თუკი ისევ გენატრები ჩუმად მითხარი... შენზე ოცნების მილოდინში ჩავა ეს მთვარეც და გათენდება უიმედო დილა უშენოდ, შენი გრძნობების ტყვეობაში გავახელ თვალებს და დავფიქრდები ჩემს ოცნებებს როგორ ვუშველო...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1202
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
დღე დგება უტყვი და უჩვევი,
მეწამულ ბილიკზე ვდგები, -
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიცოცხლე,
გავუთბოთ ერთმანეთს ძვლები.
თქვენს ლამაზ ფიქრებში ვიჭრები,
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
859
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
|
როცა აზრს კარგავს, რასაც აზრი აქვს.როცა ჭაობში ჩამარხულს გავხარ, ვერ გარკვეულხარ, სურვილებს ებრძვი, გინდა გჯეროდეს რომ მარტო არ ხარ.
ვერ შეძლებ, ზეცას შეეხო ხელით ფუჭ ოცნებებში გადავარდები, ასჯერ რომ ძალით აიჭრა ცისკენ ასჯერვე დაბლა ჩამოვარდები.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
800
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-02
|
| |