Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

მე სიბრალული არ მჭირდება, ეს კარგად ვიცი.
ქარებს ვარჩიე ათასწილად ქარიშხალები....
ყოველთვის ჩემით წამოვდექი, როცა დავეცი
და დაცემულებს კიდევ ბევრჯერ დავეხმარები.


მერე რაა, თუ სხვაზე მეტად ყოველთვის მტკივა?!.
დასისხლული მაქვს დარტყმისაგან მუხლისთავები.
მაინც, დაცემულ ანგელოზზე ცოტა მეტი ვარ,
ამიტანია განა სხვა დროს ამისთანები?!....
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 914 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-11 | კომენტარი (0)


ნეტა სადა ხარ?ვის ტუჩებს კოცნი?
ვისი ალერსი ათბობს შენს სხეულს,
ვისი ჩურჩული გიღვიძებს გრძნობებს
და შენს მკლავებში ვის ძინავს ეულს?
მე კი შორსა ვარ,მარტო ამ ფიქრთან,
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 961 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (1)


ზღვის და ცის შორის არის მსგავსება,

ისევ ქარია და დღე მზიანი.
შენგან არ ვითხოვ მე დაფასებას,
იყავი მხოლოდ ადამიანი.
ისევ თვალები და ცისკენ მზერა,
ისევ ქარია და დღე მზიანი.
იყავი კარგი, ხარ გაიძვერა
და შენში მოკვდა ადამიანი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 853 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (2)


შენი ფიქრებში წასული თვალები და
შენი ფერმკრთალი ღაწვები მომენატრა,
შენი საკერებლიანი კაბა ფასტამალის
გადახუნებული ფერები მომენატრა!

ნეტავი ერთხელაც კიდევ გაგაცოცხლა
ლოგინში მკვნესარე დედა მომენატრა,
რარიგად მოგივლიდი, გაგიფრთხილდებოდი
შენი წამლისთვის რბენა მომენატრა!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 2009 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)


სიცოცხლე შენ ხარ! და სიკვდილი რატომ ვეძებო?!

მე უკვდავება ჩავიფიქრე ოცდამეორე,
ოცდამესამე შთაგონების წყარო ახლოა,
და უკვდავება კიდევ ერთხელ გამიმეორე.

მოკვდავის სული დამამძიმებს, ფრთები შემასხი,
რომ გავუფრინდე სიწმინდიდან, ცოდვის ხაფანგებს,
მე თავხედი ვარ! არ მეყოფა მცირე არასდროს,
მოვისაკლისებ იმ ერთ წვეთსაც, ჩემს ზღვას რომ აკლდეს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 942 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)


მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ

ექნება სურნელი ყვავილის
დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს ,
ჟრუანტლად სხეულში დაგივლის
და რაღა თქმა უნდა ექნება
ტკივილი, ცრემლები, სიმწარე
ცრემლების გარეშე სიყვარულს
ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე?
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 877 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-05 | კომენტარი (0)


რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,

მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა…

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 840 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-02 | კომენტარი (1)

« 1 2 ... 165 166 167 168 169 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.