ახლა ასეთი ვარ, თავგზაარეული,რავქნა,
შემოდგომა ბორგავს ხასიათში,ღამე მთვარიანი, ღრუბლებდახეული,ქარი
ამ ბოლო დროს მეტად იშვიათი...მწყობრი ტონალობით, მშვიდი ნაბიჯები,ხეებს
განწყობებად სცვივათ ფოთლები დავფიქრობ მონატრებად აღარ გავირჯები,მხოლოდ
პეიზაჟებს ვპარავ მოლბერტიდანისევ ოქტომბერს და ისევ იმ პირობით,მერე
ჩავასესხებ მორიგ დაღლილ ლექსად,სადმე სიმშვიდეში თუკი ვერ გიპოვი,ვიტყვი,
ბედისწერა არის მეთქი ქლესა.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
850
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
ჩემი სახლია კუბო წყეული.ვიცი
ვიქნები მარად ეული.ჩემთვის უცხოა ვნება და შიში.მტაცებელია ჩემს
ველურ სისხლში.ღამეა ჩემთვის ხანა რჩეული.მაშინ იღვიძებს ჩემში
გრძნეული.წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა.მჩვევია სისხლით ეშვების
მოსვრა.აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით.როცა დავცურავ მე მსხვერპლთა
სისხლში.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
1240
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ
უგულოდ, ჩემს მღვიმეში, ბგორგავ, როგორც მწირი, - მე რა მიჭირს,
სიყვარულით ვსულდგმულობ, მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი.
ჩემი
გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო, ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, - მე
რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბრობ, მე რა მეთქმის, ჩემს სიმღერას ვმღერი.
თეთრი
სევდით გათლილი მაქვს ფანქრები, და ჩემს ცაზე გაშლილი მაქვს ფრთები, - მე
რა მიჭირს, ჩემს მიწა-წყალს ვაკვდები, მე რა მეთქმის, ყვავილებში
ვჭკნები.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
739
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
ნახევრად ვინ რა აღმოაჩინა,ან
ნახევარი რაა დიდება...სრული სიცრუე უფრო გაშინებთთუ ნახევარი
ჭეშმარიტება?ვინ სთქვა ნახევრად ძლევა მწვერვალის,ან
სანახევროდ ვინ თქვა მიზანი,აუსტირლიცი და ნახევარი?ნახევრად
ბრძენი ანდა მისანი?ქვეყანას ბევრჯერ არ გაუმართლდადა
გამუდმებით სიკვდილის ქიშითმუდამ ნახევრად გიჟი ღუპავდა და არა
თხემით ტერფამდე გიჟი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
784
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
დამნაშავე ხარ... შენ ხომ პირველადჩატეხე
ჩვენი საერთოდ ხიდი,მაგრამ ყველაფერს შენის ტანჯვებითდა შენის
ცრემლით გამოვისყიდი.ცდებოდი, როცა მოღალატედ დაცხოვრების ამრევ
არსებად მთვლიდი,მაგრამ ყველაფერს შუაღამისასიდუმალ ლოცვით
გამოისყიდი.სპეტაკ სიყვარულს მე თვალთმაქცობადდა ჩვეულებრივ
სისუსტით ვხსნიდი,მაგრამ ამასაც ჩუმი ნაღველით,დამწველ ნაღველით
გამოვისყიდი.
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
774
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
მე ალბათ დიდხანს ვიქნები ბავშვი...ანგელოზების
და ღმერთის ჯიში,და ჰონოლულუ, ტაიტი, ბაში,ითრთოლებს ჩემი
ხომალდის შიშით.მე ადრეც დიდხანს ვიყავი ბავშვი...ჯარი და
ტახტი, ხმალი და სკიპტრა,რაინდის ზუჩით, მათხოვრის ჩაჩით, რამდენი
იყო, რამდენჯერ გითხრა...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
961
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
|
შენ მაშინ მოხვალ მარტოობას როცა
შეიგრძნობ,ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ,როს უჩემობა
შეგაშინებს დაიღრიალებმაგრამ რაღა დროს! უკაცრავად დაიგვიანებ!!!ჩემს
სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს,ლექსები შენზე უშენობით აღარ
იტირებს,გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,მაგრამ რაღა
დროს! უკაცრავად მე ვერ გაგითბობ...
კატეგორია:
ლექსები♥
|
ნანახია:
905
|
დაამატა:
admin
|
თარიღი:
2011-03-26
|
| |