Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥
საფლავების წინ მარტოდ-მარტო ვდგევარ მოხრილი, 
მალე სიკვდილიც სატრფოსავით შემომხვევს მკლავებს,
მომჩერებია შავი გამე-თვალგამოთხრილი,
და სიბნელეში უეცარი დარდები მკლავენ,
და ჩურჩულებენ ხის ფოთლები:რისთვის მოხვედი?
სადღაც ჭრიჭინაც დაუნდობლად აღვიძებს საფლავთ,
არა დარჩება ნუთუ ჩემგან ამაზე მეტი?
და თუ დარჩება ჩვენს წამებად იქნება ალბათ...
აქ ეულ საფლავს შერჩენია დამჭკნარი ვარდი...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 802 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-24 | კომენტარი (0)


"ევამ უთხრა ადამს: უჩემოდ იქნებოდი უფრო ძლიერი ან უფრო ლაღი

თქვი რა გაგიხდა ის ერთი ნეკნი
ნუთუ ესოდენ დიდი მსხვერპლია,
ხომ გავურბოდით ერთად ქარიშხალს
დღეს რატომ მესვრი სიტყვას ეკლიანს
მარტოობაში შვეებას ხომ გვრიდი,
ხომ გიქარვებდი ფიქრებს სევდიანს
ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი
უფლის განგებით ჩვენი ბედია,
და არც არასდროს და არც არასდროს
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1084 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-24 | კომენტარი (0)


სული სულს ეძებს სიზმარშიც, ცხადშიც...
საუკუნეებს წვდება ფიქრებით:
„შეგხვდები?..."
„გნახავ?..."
„მიცნობ?..."
„შემიგრძნობ?..."
„სხვასთან წახვალ თუ ჩემთან იქნები?..."
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1012 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-23 | კომენტარი (0)


შემიყვარდება უდროო ბინდი,

თუ მზის ტოტები სევდას არ ისხამს,
თუ მაგ ფანჯრების მყუდროებიდან
თქვენ ვერ შემამჩნევთ, მოსულ ქარიშხალს...

ვტოვებ საკუთარ თავთან ხელკავით
მარტოსულების ვალსს პოეზიად...
მწუხრის ზარები ჩემთვის რეკავდნენ
სულს სინანული რომ მოეძია...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 757 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-23 | კომენტარი (0)


ხომ იცი, 
სანთლებად აგინთებ სიცოცხლეს, 
სანთლებად, 
რომლებიც სულ მუდამ იწვიან, 
ხომ იცი, 
ხატის წინ მუხლმოყრით ვილოცებ, 
ვილოცებ და უფალს 
დარდს ვეტყვი ფიქრიანს, 
რომ სანთლად ავანთე 
მე ჩემი ოცნება,
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 816 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-22 | კომენტარი (0)

 
ვუყურებ წყალზე დაღვენთილ მთვარეს,
გულიდან შიში უკვალოდ ქრება..
ხიდზე სიბნელის მანათობელი
უკანასკნელი შუქურაც ქვრება..

სიჩუმე მთრგუნავს, ფიქრებწაშლილი
ვებღაუჭები ხიდის ზღუდეებს,
გამოთხოვების წუთები ღლიან
თვალებში ჩამდგარ ცრემლის გუბეებს..
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 786 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-22 | კომენტარი (1)


მიყვვარხარ ძლიერ ძლიერ

რაც გადის დრო და ხანი
მე უფრო მეტად მიყვარს
შენი პატარა ტანი.
შენი შავი თმის ფერი
ეგ თეთრი შუბლის სერი
თვალები გიშრისფერი
ლოყები ვარდისფერი.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1016 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-21 | კომენტარი (1)

« 1 2 ... 159 160 161 162 163 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.