Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » ლექსები♥

ყვავილი ამოდის, ყვავილი ჭკნება,

და ისევ ამოდის.
შვიდი წლის ვიყავი
საშინაო წერას რომ ვწერდი
თან ფანჯარაში ვუყურებდი ჩიტებს
და ამინდის ცვალებადობას.
ვთვლიდი ჩიტებს, რვეულში წერტილებს
მე ვსვამდი ყოველ გადათვლილ ჩიტზე
ვითვლიდი თითზე
და ვღებულობდი ჩემთვის ახალ ციფრებს
თითებზე.
დღეს ამ ჩიტების შვილიშვილებს ვხედავ იმავე ფანჯარაში
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1101 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (0)


სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,

ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.

მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.

რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები,
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.

სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.

რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო
რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 759 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (2)


ღამე გაირინდა,თითქოს გულმა მძლია,
შენთან სიახლოვე მომინდა..
ფერი დაეკარგა ირგვლივ ყოველივეს,
ჩემთან შავი ნისლი მოვიდა..

სახეს მიკოცნიდა ნაზად ცხელი სიო,
მთვარე მიცქეროდა შორიდან,
რაღაც უცნაურად,რაღაც სიგიჟემდე
შენზე ოცნებაც კი მომინდა..

წვიმამ შემამჩნია მონატრების ცრემლი
ალბათ ამიტომაც მოვიდა,
მეკი აღარ ვიცი როგორ დაგივიწყო,
ვიცი მხოლოდ ტკივილს მომიტან..

ისევ დაგავიწყდი?უკვე არ გახსოვარ?
ნუთუ მარტოობა მოვიდა..
უკვე აღარ ვითხოვ შენგან აღარაფერს,
ერთხელ გამიღიმე შორიდან..

კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 779 | დაამატა: BASMACHA | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (0)


ჩემი ცხოვრება უშენოდ
დიდი ჩამქრალი მზე არის,
დღეს შენი დაბადების და
ჩემი სიკვდილის დღე არის.
დღეს განწყობა მაქვს ისეთი,
მინდა რომ შენზე ვილოცო,
ეს შენი დაბადების დღე
სადა ხარ, სად მოგილოცო?!
უნდა დაფიქრდე რომ საქმე,
სატირლად არ გაიხადო,
ნეტავ შენს გვერდში მამყოფა,
დღეობა გადაგიხადო.
დღეს ჩემი გული არ ფეთქვას
გაქვავებული ხე არის,
დღეს შენი დაბადების და
ჩემი სიკვდილის დღე არის
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 798 | დაამატა: BASMACHA | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (0)


გაფრენილ დღეებს დაედევნება მზე მონატრების,

გაკრთება მთვარე ღრუბელ-ღრუბელ ნაიარევი
სადა ხარ ახლა,ოცნებაო ფრთაშეუსხმელო
ვისში ჩასახლდი და დამტოვე ნატყვიარებით,
ვილოკავ ისევ ჭრილობებს და ვერ შევიხორცე,
არ ვიცი როგორ გადაურჩი მზის დაბნელებას
გადის დღეები და ნელ-ნელა მე ვეგუები
ჩემი სულის და ჩემი ხორცის გარდაცვალებას...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 756 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (0)


იბობოქრე, ცხოვრების ზღვავ, ჩემს ირგვლივ,

იბობოქრე, მე რა უნდა დამაკლდეს!
პიტალო კლდეს რას დააკლებს ზღვის ტალღა,
რას დააკლებს ზვირთი გამობრძმედილ კლდეს?
ბევრგვარ გრიგალს გადუვლია ჩემს გულში,
ბევრს ქარიშხალს ურბენია ქვითინით...
ბევრი ტალღა აღტყენილა გარშემო,
დავუსჯივართ შურით, ეკლის გვირგვინით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 757 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-26 | კომენტარი (0)


"მე ჩემს წიგნს "მახსოვს" დავაწერე.
რადგან ყველაფერი მახსოვს.
ხსოვნა ღვინოსავით დავაძველე
და მოგონებები მახრჩობს.

ზოგი მოგონება ფრთხიალებს,
ზოგი__დაჭრილივით ბღავის.
ვიხსენებ მაგ თვალებს წყლიანებს,
ვიგონებ __უმწეო ყვავილს.

წლები გადის და ხმაურია__
ჩქარია ცხოვრება ჩვენი.
სადა ხარ , სად ხარ , თამუნია,
სად, რომელ ხეობას შვენი?!
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 792 | დაამატა: admin | თარიღი: 2011-03-24 | კომენტარი (0)

« 1 2 ... 158 159 160 161 162 ... 262 263 »
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.