ნუ გამაღვიძებ... ჯერ ბოლომდე აცალე ფრენა ცხენის ჭიხვინით შეშფოთებულ, აფრენილ სიტყვებს, გათენებამდე ო რამდენი სიზმარი რჩება - სადაც სიჩუმე შემოდგომის ტკივილებს იტევს...
|
ნუ დამანახებ შენს თვალზე ცრემლებს. ნუ დაამძიმებ გულს მწველი სევდით. მოვალ, დავკოცნი შენს წმინდა ხელებს.
|
მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ, ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი. ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა?! ძვირფასო რისთვის დაიგვიანე?! ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია, ახლა ქარები არხევენ ტირიფს.
|
შენთან,რომ ვიყო ... დავანთებდით ალბათ ბუხარს და ჩაის ფინჯანში ჩავადნობდი თაფლის სიტკბოებს... არ მოვიწვევდით ყარაჩოღლებს ზურნა-დუდუკით და არც ატლასში გამოხვეულ ცქმუტა კინტოებს...
|
ვამბობთ, რომ ამქვეყნად ყველაფერს გაუძლებთ, ძლიერნი ტკივილსაც იოლად აიტანთ და კლდე დგას როგორი ამაყიც ზღვის თავზე, ისე სჩანს ყოველთვის თქვენი გზაც ქალიდან...
|
შენ ბეჭედი ხარ ალამსის თვლებით, არა თასი ხარ, ღვინის ლალებით, ნეტავ განახა შენი ღიმილი, ერთხელ განახა, ჩემი თვალებით.
|
ეხლა ფიქობ ვიცი, ფიქრობ დარდობ ძალიან მეც მაგ ფიქრისგან ვერ ვიძინებ შუაღამეა, წვიმს და იწყება დიდი სოფლის მწვანე მინდვრები თავდავიწყებით რომ იცოდე როგორ მინდები
|
1.ყველაზე მეტად ამ განცდას ვერ ვიტან, ამ სიცარიელეს... როცა გჯერა უყვარხარ და ბედნიერი იქნები და უცბად თითქოს ყველაფერი სიზმარი იყო..ყველაფერი! 2.შენ არ მენანები,ის დრო მენანება, გული რომ დავუთმე და მთელი არსება. შენ არ მიყვარხარ,ის დრო მეყვარება სიკვდილის კარამდე ჩემთან რომ დარჩება 3.არ გამიბრაზდე...უბრალოდ ზოგჯერ ამოვიჩემებ -მარტო ჩემი ხარ!და ესეც ალბათ ბრალია იმის...მომნატრებიხარ..!! 4.როგორ მინდა იმის დანახვა თუ როგორ მოხვალთ ჩემთან . აანთებთ სანთელს იტირებთ , გამიხსენებთ და ისევ წახვალთ
|
1) დაიფიცე, რა! ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული 2) ბევრს ვინანებდი ჩემი ყველა სურვილი რომ ამსრულებოდა.. 3) არ დაიჯერო არასდროს სხვისი.უნდა იცოდე გჯეროდეს ვისi,უნდა იცოდე ილოცო ვისთვის,ან და სიცოცხლე გაწირო ვისთვის.ვისთვის შეთხოვო ღმერთს პატიება და ვისთვის შეძლო შენ ატირება.უნდა იცოდე ვინ არის ღირსი,რომ სიყვარული ატარო მისი..
|
1)რატომ იცინი როცა მე ვტირი? რად არ გაწუხებს შენ ჩემი სევდა? სიყვარულს რატომ მეფიცებოდი? თუ არ გიყვარდი მაშინვე გეთქვა 2)როგორ მინდა ერთი დღით მოვწყდე ამ სამყაროს და გავფირდე იქ სადაც ყოველთვის მელოდებიან.. 3)ჭეშმარიტება მხოლოდ ის არის, რაზეც ხმამაღლა არ გაჰკივიან!
|
1)არც ისეთი ბედნიერი ვარ როგორიც ვჩანვარ,რა ვქნა ბედნიერ ადამიანს ვგავარ 2)წერილი სიზმარს ახდი! 3)არ მაინტერესებს ჩემს ზურგს უკან რას ლაპარაკობენ,მთავარია მე რომ ვბრუნდები ყველა ჩუმდება! 4)ღიმილი არ ნიშნავს იმას,რომ ბედნიერი ხარ,ზოგჯერ ნიშნავს იმას რომ შენ ხარ ძლიერი
|
მთელი ღამე შენზე ვფიქრობ, აღარა მაქვს მოსვენება, ქარი მიშლის, აზრებს მიფრთხობს, დაძრწის, როგორც მოჩვენება, მერე თითქოს უცებ იგრძნობს, რომ ხელს მიშლის, მომეშვება, მთელი ღამე, შენი სახე, მე თვალთაგან არ მშორდება....
|
გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ, ჩემს მღვიმეში, ვბორგავ, როგორც მწირი, - მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ, მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი.
|
მოვიდა წვიმა, წვიმა წკრიალა, დასტოვა ცრემლი და ჩაიარა... მოვარდა ქარი, ქარი გრიალა, დასტოვა მტვერი და ჩაიარა...
|
რას ნაღვლობს ორი გიშერი, ღაწვზე რა დარდის მოლი წევს, შენ ჩემი ლოცვა გიშველის, მე შენი წყევლა მომიწევს.
|
ახლა მოდაშია თურმე დეპრესია, ბოლო ტენდენციებს გავხდი აყოლილი. გუშინ რაც გითხარი, სრული სიგიჟეა, სრული სიგიჟეა - თავიდან ბოლომდე.
|
არ დავიღლები შენზე ოცნებით, ჩემი გრძნობები მე სისხლით ვწერე. ალბათ ამაღამ შენთვის მოვკვდები, ამდენი ცდის და წვალების მერე.
|
მე დავამთავრე სიყვარულის დამარცვალება... მე დავამთავრე ჩემი გულის გარდაცვალება, ის სიყვარული დავამთავრე მე რომ მიყვარდა და ისიც თითქოს ყველაფერი გულს რომ მიკლავდა.. არ მემეტები,მაგრამ რავქნა არც შენ დამინდე, არცერთი სიტყვა სიყვარულის მე არ გამინდე.
|
მიყვარს დაფიქრება,მიყვარს სიყვარული, ქვეყნად ბევრგან არის მსგავსი სიხარული, მიყვარს სინატიფე,ლამაზ პირთა სივრცე, ნაზი მოფერება,ტკბილი მოგონება.
|
მომენატრები,როს წვეთები მზეს დანამავენ გამახსენდება შენი სახე სხივთა კრთომაში... მომელანდები სად წყვილები გრძნობებს მალავენ დაილანდები წვიმის სუნში ნებივრობაში.
|
მიყვარდა ის გოგო, ვუყვარდი რომელსაც, ვუყვარდი იმ გოგოს რომელიც მიყვარდა. მისი ხმა წუხელი სიზმარში მომესმა ფანჯრიდან შემოსულ მშფოთვარე ნიავთან.
|
მე შენთან ერთად გატარებულს ვნატრობ ძველ წუთებს, ვზივარ დღიურთან, გადაცვეთილ ფურცლებს ვიხსენებ...
|
ბოდიშს გიხდი ყველაფრისთვის, მაპატიე ვინანიებ ცოდვიანი კაცი ვარ და ცრემლს ნუ დაღვრი, არ იტირო ძალიან გთხოვ ხომ იცი რომ მე ეს ცოცხალს არ მიყვარდა.
|
ახლა ყველაფერი იოლია, გზებზე არ გვიშენენ კატაპულტებს, მოდი დავივიწყოთ ირონია მანამ ეს ქვეყანა გადაბრუნდეს.
|
ვცხოვრობ ცის იქით, თეთრი მაქვს სახლი, ეზოდ ყვავილთა წყება შემოსდევს, ღობესთან ზოგჯერ ცისთვალა მთვარე ჩნდება და ჩუმად სახლშიც შემოდის...
|
წადი ჩემგან, წაგიღია დარდი... ერთად ვიყოთ – ვიძახოდით ერთხმად. ჩუმად მითხრა, რომ ერთმანეთს ვგავდით, სახლის უკან ამოსულმა ვერხვმა.
|
ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ მამაკაცები ქალებზე ცუდად უძლებენ სტრესს, ნაკლებად იტანენ ტკივილს, ქალებთან შედარებით სამჯერ სწრაფად იღლებიან და ჩვენზე ორჯერ ხშირად ხდებიან ავად.
|
ჩემი წარსული მე გულით დამაქვს, მუდამ მახსენებს სევდას და ტკივილს, მე მომავალი ნამდვილად არ მაქვს, ახლაც კი ვუსმენ განწირულ კივილს.
|
როდესაც ზიხარ ჩაფიქრებული და გეკითხებიან რაზე ფიქრობო, შენ პასუხობ არაფერზეო
|
თავს გიკრავ და გეთანხმები თითქოს გულში მიზიხარ, შენ სიმაღლეს ეტანები მე ფეხებზე მკიდიხარ.
|
დავიღალე მითხარი, როგორ დავასვენო სული რომელმაც ფერი დაკარგა, გაყვითლდა შემოდგომის ფოთოლივით და გახმობა დაიწყო.
|
მე პოეზიის სიყვარულით მოვსულვარ შენთან და მსურს პოეტმა დამიხუჭოს სველი თვალები. რომ ჩაგვაქსოვა სიყვარული გვჯეროდეს ღმერთმა, რომ პოეზიის სნეულებით ჩვენ ვართ მთვრალები.
|
ბობოქარ ტალღებში ალმასებს ვეძებდი და ,,არგოს,, ჩაძირულ დამტვრეულ ნაფოტებს დალღების ალერსის გარეშე ვერ ვძლებდი ვუსმენდი ნიავის გრიგალურ აკორდებს...
| |