Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » გულს ვიფიცებ
6:40 PM
გულს ვიფიცებ
გულს ვიფიცებ, ლექსს არ დავწერ უგულოდ, 
ჩემს მღვიმეში, ვბორგავ, როგორც მწირი, - 
მე რა მიჭირს, სიყვარულით ვსულდგმულობ, 
მე რა მეთქმის, ჩემი ცრემლით ვტირი. 

ჩემი გზა მაქვს, ჩემი სამოგზაურო, 
ჩემი ძმა მყავს და მყავს ჩემი მტერი, - 
მე რა მიჭირს, ჩემს ენაზე ვსაუბრობ, 
მე რა მეთქმის, ჩემს სიმღერას ვმღერი. 

თეთრი სევდით გათლილი მაქვს ფანქრები, 
და ჩემს ცაზე გაშლილი მაქვს ფრთები, - 
მე რა მიჭირს, ჩემს მიწა-წყალს ვაკვდები, 
მე რა მეთქმის, ყვავილებში ვჭკნები. 

სულო ჩემო, ცისკრით გარემოცულო, 
დღეებივით გათვლილი გვაქვს წლები, - 
მე რა მიჭირს, ჩემს ტაძარში ვლოცულობ, 
მე რა მეთქმის, ჩემს თბილისში ვრჩები.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 717 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.