Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » ახლა ყველაფერი იოლია
2:51 PM
ახლა ყველაფერი იოლია
ახლა ყველაფერი იოლია,
გზებზე არ გვიშენენ კატაპულტებს,
მოდი დავივიწყოთ ირონია
მანამ ეს ქვეყანა გადაბრუნდეს.
დღეს ხომ ყველაფერი იაფია,
ვგონებ სიყვარულიც იყიდება,
გარეთ ვარსკვლავების კიაფია,
მე რომ გზნების ალებს მიკიდებდა.
ჯერაც ხანა არის სიჭაბუკის,
ახლა ყველაფერი მარტივია,
ძარღვში სისხლი მიდუღს მეწამული,
წარსულს მოხუცები დასტირიან.
გარეთ ვარსკვლავების კიაფია,
ჰოჲ როგორ მოჰგავს მაგ შენს თვალებს,
თითქოს მოპარული სადაფია,
თითქოს ააცალეს წუხელ მთვარეს.
მოდი დავივიწყოთ ირონია,
სანამ დაგვავიწყდა სახელები,
სანამ ყველაფერი მარტივია,
უნდა შეგიყვარო გახელებით.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 734 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.