Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » მიყვარს დაფიქრება,მიყვარს სიყვარული
2:57 PM
მიყვარს დაფიქრება,მიყვარს სიყვარული
მიყვარს დაფიქრება,მიყვარს სიყვარული,
ქვეყნად ბევრგან არის მსგავსი სიხარული,
მიყვარს სინატიფე,ლამაზ პირთა სივრცე,
ნაზი მოფერება,ტკბილი მოგონება.
მიყვარს,როცა წვიმა ნამავს გამშრალ ასფალტს,
როცა ზეცა ღამით ვარსკვლავთ კრებას მართავს,
მთვარე,სავსე მთვარე, მიყვარს,მუდამ ვეტრფი,
მიყვარს მზე და მთვარე,მიყვარს...და არც ვმალავ.
მიყვარს გაცინება,როცა მე მათბობენ,
მინდა ატირება,როცა მე დამთმობენ,
მინდა ჩემი მიზნით შედეგს მივაღწიო,
მინდა გაღიმებით ცუდს,სუსტს მოვერიდო.
მიყვარს მეგობრები,მათი ეშხით ტრფობა,
მიყვარს ერთგულება,გულით,სულით ტკბობა,
მიყვარს ქალი,როცა საჭეს კარგად მართავს,
მიყვარს ყველაფერი,რასაც კარგი ახლავს.
მიყვარს ყურადღება,როცა პატივს მცემენ,
მიყვარს,როცა ირგვლივ ჩემით საზრდოობენ,
კეთილს ვემონები,ბოროტს არც ვუგონებ,
მიყვარს მაშინაც კი ,როცა გულს მატკენენ...
მიყვარს ქრისტე,ჩვენი,მხოლოდ მისით ვცოცხლობ,
შენში ის ხე მიყვარს,სადაც გრძნობებს ისხამ,
მიყვარს განუწყვეტლივ ფიქრი,შემოხედვა,
მინდა გამუდმებით ცუდის დავიწყება.
მიყვარს ჩიტების ხმა,გულით გაცინება,
მიყვარს დაფიქრება,გულის მოოხება,
თუკი მეყვარება,თუკი გეყვარება,
მაშინ სიყვარულიც შენით გვეყვარება...
მიყვარს გაზაფხული,ხეთა აყვავება,
მხოლოდ მაშინ ვეტყვი,როცა მეყვარება.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 747 | დაამატა: თანამედროვეებიი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.