Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 27 » ზღვა ..
9:22 AM
ზღვა ..
შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე?
მოგისმენია ღრიალი ზღვისა?
იგი ბრაზდება საკუთარ თავზე
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას
იცი რად არის გაბრაზებული?
რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?
ზღვასაც ყოლია შეყვარებული
და მერე რწმენა დაუკარგია
საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე
საკუთარ გულში ჩაუმარხია
და ახლა როცა ბნელდება ზღვაზე
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას
საკუთარ სატრფოს იგონებს თურმე
და ეს ღრიალი დარდია ზღვისა...
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1201 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.