Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 1 » უპირველესად ქალი დედაა
5:37 PM
უპირველესად ქალი დედაა

უპირველესად ქალი დედაა,
ქალი დედა,ღვთისა მშობელი
შემდეგ ის არის ედემის ვარდი
თავაწეული დაუჭკნობელი,
ქალი ბუნების სილამაზეა
დარში, ავდარში დაუჩოქელი
ის სიყვარულში გიჟი მარტია
და ყველა კაცის გულის მპყრობელი
ზოგჯერ წვიმაა,ზოგჯერ ქარია
სეტყვა,თოვლი და ქარიშხალია
ის ღმერთმა შექმნა სილამაზისთვის
და ალბათ დღემდე არ უნანია,
ქალი ბუნების საწინდარია
ვინ იცის რა სწყინს რა უხარია
ერთი შეხედვით კაცს დაატყვევებს
ის სიყვარულში ჯადოქარია,
ქალი უმანკო ბავშვია თოთო,
მას გაფრთხილება სჭირდება მხოლოდ
ქალი ლამაზი შველია, ლაღი
ნურვინ ეცდებით დაასვათ დაღი
ქალი სათნო და ძლიერ ნაზია
მას ალერსი და სითბო სწადია.
იგი წმინდაა, ვითარც ტაძარი
ქალს ეამბორეთ და ეთაყვანეთ
რომ არ დაუჭკნოს გული დარდებმა
ქალს ეამბორეთ დიდო მგოსნებო
თქვენ გაგიმარჯოთ მანდილოსნებო…
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1225 | დაამატა: admin | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.