Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 30 » უილიამ შექსპირი
9:28 PM
უილიამ შექსპირი

რადგან ახალი წუთისოფლად არაფერია,
განმეორებით ვერ გვაცდუნებს რადგან გონება,
ხელახლა შობა დაბადებულს არ უწერია
და გამოგონილს არ სჭირდება გამოგონება.

მიტომაც მინდა გადავავლო მთელ წარსულს თვალი,
ვნატრობ ხუთასჯერ მზე უკუღმა გადატრიალდეს,
რომ ძველ წიგნებში იმ საწყისის მოვნახო კვალი,
რომელიც ქმნიდა შენს სიტურფეს და სიდიადეს.

მინდა გავიგო იმ უძველეს ხოტბათა გზნება,
მინდა ვიცოდე - რატომ გეტრფის ორი დროება -
ჩვენ ძველს ვაჯობეთ, თუ ახალს სჯობს წარსული ქება,
თუ კვლავ ამაოს შეენაცვლა ამაოება?

ახლა წარსულის განდიდება თუმცა წესია,
ჩვენ რასაც ვხედავთ, ძველზე მაინც უკეთესია.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 766 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.