Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2011 » მარტი » 31 » წითელ ღვინოდ...
6:13 PM
წითელ ღვინოდ...

წითელ ღვინოდ დაწურულა გრძნობა,
და ეს გრძნობა არის მეგობარი.
ვერ ვიგრძენი სხვისგან თანაგრძნობა,
სხვა არაა დარდთან მეომარი.
ბასრ მახვილად მეჩვენება თასი,
ამ მახვილზე ვაზი აფრქვევს ცრემლებს,
ვერ ვიპოვე მე სხვა ამის ფასი
ისეთი ვინც საფლავს დამისველებს.
ვერ ვიპოვე მე სხვა ვაზის დარი
ვინც შემიმკობს წმინდა ცრემლით საფლავს,
გაადაროს წამით ეს ავდარი
სანამ მიწა ცივ გულმკერდში დამფლავს.
ვერცერთ ღამით ვერ ვიპოვე მთვარე,
აღარც მზე ჩანს მაღლა ცაზე ჩემთვის,
მე სიცოცხლე ნუთუ დავამთავრე?
და ეს წელი ნუთუ სიკვდილს ერთვის.
თუ ასეა მაშინ დავლევ ღვინოს
და ელჭექთან საცეკვაოდ წავალ,
თბილ გულმკერდზე იქნებ დამაწვინოს,
საარშიყო ლექსზე რომ გადავალ.
მაგრამ ისარს გულში მირტყამს მეხი,
და ჩემს გრძნობას მიმოფანტავს ქარი,
თუ მიპოვის სადმე გადაჩეხილს
ცისფერთავშალდაბურული ქალი?

რად არ მათრობს სუნი მწიფე ყურძნის,
საფლავისკენ, შორს მივყავარ ხარებს,
მათაც სული ლექსებს ციდან უძღვნის,
ჩემს გულძე კი, ვაზი გაიხარებს.
კატეგორია: ლექსები♥ | ნანახია: 1067 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.